ნაწარმოებები



ავტორი: მიშიკო ბენდუქიძე
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2014


ვერ ვინელებ ცხოვრებას

ძარღვს ეხეთქება სისხლის ნაკადი,
დახატულია ყველა ნახატი.
ძარღვს ეხეთქება სისხლის ნაკადი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

ცის საბანი დავიფარე, ღამე ისე ციოდა
მარტოობამ ამიტანა, მთვარე კი გაჰკიოდა
ვერვინელებ ცხოვრებას, სხეულს კუჭი შიოდა
მზის სხივები მშიოდა, სულში ოფლი მდიოდა

კანს ეხეთქება ოფლის ნაკადი
დახატულია ყველა ნახატი.
ძარღვს ეხეთქება სისხლის ნაკადი
გაზაფხული,  ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი
მზის სხივებით, შხაპს მივიღებ, თუ გათენდა ოდესმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები