ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2014


წაბლი

  .შემოდგომაა. ქალები წაბლის ასაკრეფად გაემგზავრნენ. ზანიკო, თამუნა და ლილი. შეუყვნენ ტყის ბილიკს. ათ კილომდე  რომ შეაგროვეს, თავს წამოადგათ ჟორია.
-ქალებო, მე ვიცი კაი ადგილი, წუთში გაავსებთ ტომრებს-.
გაეხარდათ ქალებს, მაგისთვის არიან ტყეში წამოსულები.  პირველ  რიგში ჟორიამ ტომრები ჩამოართვათ და ხეზე დაკიდა დაგამძიმებთო.
გააგრძელეს გზა. წინ მიდის ზანიკო, მერე თამუნა, ბოლოს ლილი. გზადაგზა მოიხედავს    ჟორია  და გამოელაპარაკება ზანიკოს.
-ბიძიშვილო, სადაა ი ქალი?!- ი ქალი ლილია.
გახედავენ- მოდის, მოდისო. გააგრძელებენ გზას. მოიხედავს ისევ ჟორია, შეეკითხება ბიძიშვილს:- სადაა ი ქალი?! და ამ კითხვა კითხვით კი აღმოჩნდებიან დათქმულ ადგილზე.
- მიგვიყვანა ხევთან- ყვება ლილი- თვალთან თითს ვერ მიიტან. ჩაგვიყვანა ხეობაში. უკუნი... დღე თუა ვერ იფიქრებ,, წაბლს კი არა კამეჩი რო ეყაროს იმას ვერ აკრეფ. დავბრუალობთ უთავბოლოდ.
- ჰე, ქალებო ახლა, მიყევით და კრიფეთ ჭიჭო- ჭიჭოთ.
- ვიხედებით აცა- ბაცა, რა ვკრიფოთ, ვეკითხებით ერთმანეთს.
-ზოგი ამ მთას მიეფინეთ, ზოგი იმ მთას მიეფინეთ, ზოგი ჩემთან წამოდით და ზოგი ადგილზე დარჩით.-
( სულ სამნი არიან) ამ კაცმა ან მიფენა არ იცის რა არის და ან წაბლი. ძლივს ამოვფორთხდით იქედან. ის წაბლი და ის ხე ვეღარ ვიპოვეთ.  მივლასლასდით შინ ცარიელები.
მართალია, ჟორია კარგი მეგზური ვერ გამოდგა ,მაგრამ საუკუნის ფრაზა ხომ თქვა. რამდენი მთას დავინახავ, სულ ლილი, ზანიკო და თამუნა მგონია ზედ მიფენილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები