ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2014


ფშავი (ანუ რ ა ც ა ა მ ა ნ ს რ ა )

რა  საოცარი  რამ  არი
ამ  სამყაროში  ყოველი.
ცა  დედამიწა,  მდინარე,
ან  მთა,  წარმტაცი  ფშა ველი.

დაღმართ-აღმართი  ცხოვრების,
მაინც  ლამაზი  ყოველი.
მაქვს  ჩემებური  სათქმელი,
ამ  ქვეყნად  რადგან მოველი.

ქართულ  მიწაზე  მშობლების
წყალობით,  ტკბილად  მოველი.
სული  უფალმა  ჩამბერა
რა  წმინდა  იყო  ყოველი.

ამ  ტიალ  არე-მარეზე
ვინ  ხარობს,  აბა  რომელი.
დარდს სიხარული  თუ სჯაბნის
თვალი რად  არის  სოველი.

მიყვარს  და  ვეღარ  დავმალავ
სიცოცხლე  უფრო  ცხოველი.
როცა  გულ  მართლად  იცავენ
ფხოვს  შავარდნები  ფხოველი.

სულ  საამაყო  გვქონია
სული,  ტბა,  წყარო,  ფშა,  ველი,
ეს  ცა,  ეს  მიწა,  მდინარე,
უფლის  შექმნილიც  ფშაველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები