ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


კუდოთი

კუდოთი
შეფუთული სუროთი,
მენატრება კუდოთი
ჩემი მყუდრო სოფელი,
ჩემი წუთისოფელი
დიდი ხნის წინ დავტოვე.
დარდი და სიმარტოვე
ჩ ემი მკვიდრი დებია,
მენატრება ბებია
ჭრელი კაბის ფრიალით,
ყანას ჩალავს ნიავი.
სახლი, წაბლის ხის სახლი
წითელკრამიტიანი,
მთების ღრმულში ჩადგმული
ნათელი და მზიანი.
წყარო-  იქვე მახობლად,
ეზოს მაგრილობელი,
თავთან კაკლის რტოები- მისი მაჩრდილობელი.
მთიდან ვრგავდი ყვავილებს,
მინდორს ვანებივრებდი,
დაუღლელი დავრბოდი
ქედებს შემოვირბენდი.
საქანელა ხურმის ხეს ისევ შემორჩენია,
სოფლის ბოლს თელები
მელიან და მელიან,
შენ სადა ხარ ,დაგეძებ,
მოსავალას მგონიხარ,
უკვე მეც იქ ვბრუნდები
საიდანაც .მოდიხარ.

შეფუთული სუროთი
მენატრება კუდოთი,
ჩემი მყუდრო სოფელი ,
ჩემი წუთისოფელი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები