ნაწარმოებები



ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


ზოგიერთ დედას

ქართველო ქალო, დედავ ქართვლისა
თუ ხარ მშობელი, და გიყვარს შვილი,
შვილის აკვნისა რწევაში ღამით
თუ გაგტეხია შენ ტკბილი ძილი.
  თუ გიჭმევია ქართული ძუძუ
  თუ იავნანაც უმღერე წნარი,
  თუ ხარ ნამდვილი დედა–მშობელი
  თუ ხარ ნამდვილად ქართველი ქალი.
თუ შვილის ვარამს იზიარებდი
და იმის გვერდით იდექი მუდამ,
მაშინ ღირსი ხარ, გიწოდო დედა
ქართველი დედა ასეთი უნდა.
    ნუ მისცემ ნებას, შენს შვილს ვაების
    რომ ნაადრევად დასცალოს თასი
    შვილმა იცოდეს ამ ქვეყანაზე
    არავინ არის სხვა დედის ფასი!
ასე უბრალოდ შვილს ნუ გასწირავ
კარგად დაფიქრდი შენი შვილია,
როგორღა დაკრეფ ბაღჩაში ვარდებს
თუ გამხმარი აქვთ რტოებს ძირია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები