ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 სექტემბერი, 2014


ვერ გაგაყოლე ცრემლები ჩემი

სამწუხაროდ რაც ემიგრანტი ვარ, ბევრ ძალიან ახლობელ ადამიანს ვერ გავაყოლე ჩემი ცრემლი((



ო, მაპატიე ვერ დაგიტირე,
ვერ გაგაყოლე ცრემლები ჩემი,
როცა სიცოცხლე ასე გწყუროდა,
მაშინ გაფრინდა ეგ სული ტკბილი.
შენ სასუფევლის მკვიდრი ხარ უკვე,
იმედად დაგვრჩა მაღალი ზეცა,
პირველი დედა მოგეგებება,
თუმც არ მოელის სტუმრობას შენსა.
დამნაშავეა შენ წინ სამშობლოც,
ვერ მიგაბარებთ აბხაზურ მიწას,
რომელსაც მუდამ ხედავდი სიზმრად.
სამურზაყანოს მოვიდა ევიმა.
ზანზარებს ალბათ ეზოში სახლი,
როგორც ომის დროს, როცა დატოვე,
დღეს შენთან ერთად მოკვდა იმედიც,
წლები რომ ზიდე არ მიატოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები