ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


დარიგება

მარტოობამ თუ შეგიპყროს
თუ ფიქრების დადგა რიგი,
თუ დაგჯაბნა ბნელმა სევდამ
და დაკარგე თადარიგი.
თუ ოცნების ნავში ჩაჯექ
გაგიტაცა ფიქრთა ტალღამ,
წყვდიადის ქვეშ მოექცევი
ვერ ამოხვალ ვერს გზით მაღლა.
თუ ცა დაფარა ღრუბლებმა
ზეცამ ჩაიცვა სუდარა,
ნუ სთხოვ ნურავის შენდობას
მაინც არ გაჭრის მუდარა.
მუხლს ნუ მოუდრეკ ქარიშხალს
გრიგალმა არ შეგაშინოს,
წარსულსაც ნუ მოიგონებ
ნუ ტირი ცოლო და შვილო.
გამოიცვალე ბუნება
დახედე ირგვლივ რა ხდება,
ფართოდ გააღე თვალები
სიზმარიც ცხადად ახდება.
მალე დადგება მაისიც
შემოვა ვარდნი, იანი,
გულს გადიყარე დარდები
გახდები ხალისიანი.
გულს ნუ გაიტეხ უდროოდ
ცხოვრება კიდევ წინაა,
შენს ირგვლივ ხალხნი ცხოვრობენ
სუყველგან შენი ბინაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები