ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2014


ალუბლის ხე (ნოსტალგია)

                  ალ უ ბ ლ ი ს    ხ ე         

                  (ნოსტალგია)


ალუბლის ხე, ჩემს სახლის წინ,
მე და მზე და სოფელი.
იყო ტკბილი ბავშვობა და
მსგავსს არაფერს მოველი.

მზის ამოსვლა იყო    მუდამ,
ხეზე     მერცხლის         მხმობელი.
ტკბილზე ტკბილი ხმით გალობა,
  იყო   ბევრის მთხრობელი.

ის რაც   იყო ,      იყო სოფლად
საოცარი ყოველი.
და ბოლოს, კი, დადგა უხმოდ,
დღე     სიბერის       მთოველი. 

ალუბლის ხე, ჩემი სახლი,
მზე, მე, ჩემი სოფელი.
დარჩა ტკბილი ბავშვობა შორს,
სხვაფრივ არის ყოველი.

ალუბლის ხე, ჩემთვის ახლაც,
იქ დგას,  ადგილუცვლელი,
ფოთლებიდან, ალუბლებიც,
მოჩანს ფერშეუცვლელი.                   







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს