ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2014


ლირიკა

სუყველაფერი სხვაგვარად მოჩანს
ირგვლივ ბუნებამ ფერი იცვალა,
ტანთ გაიხადა წითელი ფარჩა
შავი სამოსით გამოიცვალა.
თავს ძალას ვატან, თვალებს ვიფშვნეტავ
აღარა გულობს, ტანჯული გული,
სულ მთლად დავკარგე ბედნიერება
დავკარგე ტრფობა და სიყვარული.
შავ ღრუბლებიდან მზე აღარ მოჩანს
პირქუშად მიმზერს წყვდიადი ღამე,
ნუ მიმატოვებ ღვთის ანაბარა
მომიახლოვდი მითხარი რამე.
წარსულს არ მინდა ფრთები შევასხა
არ მსურს ფიქრების მორევში ვიყო,
ნურც შენ ჩამოთვლი გაფრენილ დღეებს
გადაივიწყე, რაც იყო, იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები