ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2014


კუსა

მოიტანა სახლამდე, წელშიმოხრილმა და სახეშეჭმუხნილმა, დიდი მორი. ისე დააგდო ძირს, წელში არ გამართულა, სახეზე სიმწრის ოფლი გადადიოდა.  - რად გინდა ბიჭი, ათას კაკალ თხილზე მთელი დღე რო ითამაშებს ჯოკერს?- .ლილი ბოსტანში ფუსფუსებს( რეჰანს რგავს). იქედან გამოეპასუხა მეუღლეს:-  შენ ხო იცი თბილისში შვილმა დედ- მამა რო მოკლა? (ესეიგი მაგაზე უარესებიც არსებობენო)
-ხო, მაგი მაკლია რო მომკლას, ვინ მოკლავს ვირს?-სამი გზობა ვქენი დღეს ღელეში, არცერძლივს თი არ გაუგია მაგას!... იქვე ჩამოჯდა სკამზე, სული მოიბრუნა, წელი გამართა.- ერთი კვირა ვეხვეწე ტყეში წამყევი, არ მინდა შენი არაფერი, მარტო დამელაპარკე-მეთქი,-მთელი დღე ხმა არ ამოუღია, წამოვიდა დიდი ხე ,დამეცა ფეხზე, გადაბრუნდა და მოკვდა სიცილით. -რაღად გინდა შენ აწი ფეხიო?!-  ადგა,შელასლასდა სახლში და წამოწვა.
ჭიშკარი შემოაღო ლანძღვის ობიექტმა. მოდის და წინ მოუხტის ღიპი. შეიხედა სახლში , დაინახა წამოწოლილი ჯაბა.
-ფუჰ, გული შეუწუხდება კაცს წამოწოლილი რო გნახოს, არ გიხდება წამოწოლა, შენ გიხდება მხარზე თოხი და ხელში ნაჯახი, წამოწოლა მიხდება მე,-თქვა და წამოწვა ისიც მეორე საწოლზე, თან საჭმელი მოითხოვა.
-საჭმელიო?!-გაიგონა ლილიმ და აენთო,
-სულ ჭამა ნუ გახსოვს შენ, დიდი კაცი ხარ და იფიქრე ოჯახზეც, გაგიშვია მუცელი!-
-ნეტავი კი მქონდეს გაშობილი კაი კაი ოჯახებში,- გადაისვა ღიპზე ხელი კუსამ.
შეაყარე კედელს ცერცვი, ან სხვა მცენარეული კულტურა.
ადგა ისევ ჯაბა და შეუდგა შეშის მილაგებას. კუსაც შეაწუხა სინდისმა, აიღო ჭურჭელი ნიკაღელიდან წყალს მოვიტან და ცივი წყლით პირი გაისველეო.
-ეჰ, ამოიოხრა და თვალი გააყოლა მშრომელმა მამამ უძღებ შვილს.
კი მოიტანს წყალს, ხვალ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები