ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 სექტემბერი, 2014


ჯონ კიტსი - ელგინის მიერ ჩამოტანილი პარფენონის მარმარილოს ნამსხვრევების ხილვისას

ქანცგაცლილია ჩემი სული და მძიმე ხუნდად
მოკვდავება აქვს, როგორც სხეულს უნდომი ძილი, 
წარმოსახვითი მწვერვალები, ყოველი ტინი
საღმრთო  განსაცდლის - მიამბობენ, რომ მოვკვდე უნდა,

როგორც მოკვდება მაცქერალი ცისკენ არწივი.
თუმცა ზედმეტად ჩაითვლება ცრემლისღვრა, ოდეს
აღარ მჭირდება ღრუბლიანი ქარები ქროდეს,
რომ მომსწრე ვიყო გარიჟრაჟის თვალის ახილვის. 

ეს  ბუნდოვანი წარმატება გონის და აზრის,
გულში გააჩენს ენითუთქმელ შუღლსა და დავას,
საკვირველება თავბრუს გვახვევს  ძლიერი ტანჯვით,
ელადის სიბრძნემ დიდებულად რაც აქანდაკა,

ყოველს მსახვრალმა დრომ შეახო ხელები ტლანქი,
ზვირთიც, მზის სხივიც და პირისგან მიწის აღგავა. 

10 სექტემბერი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.poetryfoundation.org/poem/183997

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები