ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2014


მონატრება

მე არ ვიწამებ არაფერს ქვეყნად
თუ შენს სახეზე ღიმილს ვერ ვნახავ,
მე არ ვიწამებ სიცოცხლეს ქვეყნად
თუკი შენს თვალებს ვერ დავინახავ.
  არ მსურს არცერთი ყვავილთა კონა
  გინდ იყოს იგი ედემს რგულები,
  უბრალი ეშხიც არააქვს ჩემთვის
  თუ შენ ჩემს გვერდით არ მეგულები.
ცაზე ვარსკვლავებს დავითვლი ღამით
მთვარის მკრთალ შუქზე მოგძებნი ცაზე,
რომ გამებუტე, რად გამებუტე
რა დავაშავე ამ ქვეყანაზე.
  როგორც ბულბული ეტრფის განთიადს,
  როგორც მერცხალი ელის გაზაფხულს,
  მეც ისე ველი შენს გამოჩენას
  უშენოდ ქვეყნად ყოფნა არა მსურს.
კარგად დაფიქრდი და დაუკვირდი
ვიდრე არ არის კიდევ გვიანი,
შენ ვის უყვარხარ, ვინ ფიქრობს შენზე
ვინ გყავს ერთგული ადამიანი.
  ვინ გაწყენინა, რად გაწყენინა
  შენთვის უძილოდ ვინ ტეხავს ღამეს,
  ვინ იწვის შენთვის როგორც სათელი
  შუქს მაინც ვერ ფენს ბნელ არემარეს.
როცა საკმაოდ გაივლის წლები
და მოგონებებს მისცე ფიქრები,
გადაიკითხე ეს ჩემი ლექსი
მეც აქ ამ ლექსთან ერთად ვიქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს