 | ავტორი: დევი ჟანრი: თარგმანი 14 სექტემბერი, 2014 |
უძირო ტკივილო, დიდება შენდა! რუხთვალა მეფისთვის სიცოცხლე შეწყდა.
მეწამულ საღამოს, მხუთავი დარის, შინდაბრუნებული ყვებოდა ქმარი:
"ნადირთა "დევნისას" აღსრულდა ჟამი, ბებერი მუხის ქვეშ უნახავთ გვამი.
საბრალო დედოფალს, დამკარგავს ქმარის, ჭაღარად დაეტყო იმ ღამის კვალი."
ეს თქვა და ჩიბუხი მოძებნა, წამით, წავიდა, შეუდგა სამსახურს ღამის.
ჩემს გოგოს, პატარას, ვაღვიძებ მალე, მომინდა ჩავხედო ნაცრისფერ თვალებს.
სარკმელთან კი თითქოს ვერხვებიც "ყეფენ": აქ, დედამიწაზე აღარ გყავს მეფე!
Анна Ахматова - Сероглазый король
Слава тебе, безысходная боль! Умер вчера сероглазый король.
Вечер осенний был душен и ал, Муж мой, вернувшись, спокойно сказал:
«Знаешь, с охоты его принесли, Тело у старого дуба нашли.ს
Жаль королеву. Такой молодой!.. За ночь одну она стала седой».
Трубку свою на камине нашёл И на работу ночную ушёл.
Дочку мою я сейчас разбужу, В серые глазки ее погляжу.
А за окном шелестят тополя: «Нет на земле твоего короля...»
<p>11 декабря 1910</p>Царское Село
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. თქვენს ავატარს უფრო უხდება ურაკის თოვა, იდუმალებას აძლევს.
გამახარეთ თქვენი კომენტარით და მეც ჩემს საყვარელ თარგმანზე დადებული კომენტარით გპასუხობთ. :)
თქვენს ავატარს უფრო უხდება ურაკის თოვა, იდუმალებას აძლევს.
გამახარეთ თქვენი კომენტარით და მეც ჩემს საყვარელ თარგმანზე დადებული კომენტარით გპასუხობთ. :)
20. როგორ მიყვარს - ეს ლექსიიი!... და - რა არაჩვეულებრივი თარგმანიააა!... მართლაც - რომ!... (F) როგორ მიყვარს - ეს ლექსიიი!... და - რა არაჩვეულებრივი თარგმანიააა!... მართლაც - რომ!... (F)
16. მადლობა ჰა-რა-ლე, ახლა ვიკიპედიას მივმართე, მგონი თქვენ უფრო მართალი ბრძანდებით, ავტორი ალბათ ვერხვებს ახსენებს ლექსში, ჰოდა მეც "ვერხვებით" ჩავანაცვლე "ჭადრები". ისე სულ მეგონა, რომ ალვის ხე და ვერხვი ერთი ხის ორი სახელწოდება იყო, თურმე გვანან, მათ შორის სახელებითაც: ვერხვი_POPULUს, ალვა__POPULUს IტALIKA. ლექსის თარგმნისას არ მივანიჭე ხის სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა, რადგან არანაირი სხვა დატვირთვა, გარდა შრიალისა, არ აქვს მას ამ ლექსში. :) მადლობა ჰა-რა-ლე, ახლა ვიკიპედიას მივმართე, მგონი თქვენ უფრო მართალი ბრძანდებით, ავტორი ალბათ ვერხვებს ახსენებს ლექსში, ჰოდა მეც "ვერხვებით" ჩავანაცვლე "ჭადრები". ისე სულ მეგონა, რომ ალვის ხე და ვერხვი ერთი ხის ორი სახელწოდება იყო, თურმე გვანან, მათ შორის სახელებითაც: ვერხვი_POPULUს, ალვა__POPULUს IტALIKA. ლექსის თარგმნისას არ მივანიჭე ხის სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა, რადგან არანაირი სხვა დატვირთვა, გარდა შრიალისა, არ აქვს მას ამ ლექსში. :)
15. მომეწონა. წოტა მეტი წამუშავება და ნამდვილად კარგი თარგმანი გამოვა. რაც შეეხება მონატრებული jonatan livingstoni-ს კომენტარს, тополь არც ალვაა და არც ჭადარი, ვერხვია მგონი. თუმცა, თავს ვერ დავდებ. მომეწონა. წოტა მეტი წამუშავება და ნამდვილად კარგი თარგმანი გამოვა. რაც შეეხება მონატრებული jonatan livingstoni-ს კომენტარს, тополь არც ალვაა და არც ჭადარი, ვერხვია მგონი. თუმცა, თავს ვერ დავდებ.
14. ქ-ნო თამარ, საინტერესო იქნებოდა გვესინჯა. :) რ_____ო_____იმაც გამოთქვა სურვილი, ლექსის შერჩევა თქვენთვის მომინდია, რადგან თქვენ უკეთ იცით რისი და ვისი თარგმნა "ღირს", "გაჯიბრებას" ვერ გავბედავ, მაგრამ ვეცდები არ ჩამოგრჩეთ. :) პატივისცემით! ქ-ნო თამარ, საინტერესო იქნებოდა გვესინჯა. :) რ_____ო_____იმაც გამოთქვა სურვილი, ლექსის შერჩევა თქვენთვის მომინდია, რადგან თქვენ უკეთ იცით რისი და ვისი თარგმნა "ღირს", "გაჯიბრებას" ვერ გავბედავ, მაგრამ ვეცდები არ ჩამოგრჩეთ. :) პატივისცემით!
13. დევი, გამიხარდა შენი კომენტარი რომ ვნახე ჩემთან... იმიტომ, რომ, როგორც წესი, არ უყვართ-ხოლმე, როცა ერთსა და იმავე ლექსს თარგმნიან...
ამ ლექსის თარგმანი სწორედ მაგიტომ დავაბრუნე საიტზე, რომ ბევრმა თარგმნა ეს ლექსი... დაე, ჩემიც მათთან ერთად იდოს-მეთქი, ვიფიქრე... მე კიდევ მაქვს ახმატოვას და სხვა ავტორების რამდენიმე ლექსის თარგმანი... მათი თარგმანების გამრავალფეროვნებაც ხომ არ გვესინჯა? :) დევი, გამიხარდა შენი კომენტარი რომ ვნახე ჩემთან... იმიტომ, რომ, როგორც წესი, არ უყვართ-ხოლმე, როცა ერთსა და იმავე ლექსს თარგმნიან...
ამ ლექსის თარგმანი სწორედ მაგიტომ დავაბრუნე საიტზე, რომ ბევრმა თარგმნა ეს ლექსი... დაე, ჩემიც მათთან ერთად იდოს-მეთქი, ვიფიქრე... მე კიდევ მაქვს ახმატოვას და სხვა ავტორების რამდენიმე ლექსის თარგმანი... მათი თარგმანების გამრავალფეროვნებაც ხომ არ გვესინჯა? :)
12. ჯონათან, მიხარია თუ მართლა მოგეწონათ. :)
ჭადარი იმიტომ, რომ ყველასთან ალვაა. :) ჯონათან, მიხარია თუ მართლა მოგეწონათ. :)
ჭადარი იმიტომ, რომ ყველასთან ალვაა. :)
11.
რატომღაც მეგონა, რომ აქ კომენტარი დატოვებული მქონდა :)
მელოდიურია, რიტმული, ლამაზიც.
"топол"- ყველასთან რომ ალვაა, თქვენთან რატომაა ჭადარი? :)
რატომღაც მეგონა, რომ აქ კომენტარი დატოვებული მქონდა :)
მელოდიურია, რიტმული, ლამაზიც.
"топол"- ყველასთან რომ ალვაა, თქვენთან რატომაა ჭადარი? :)
10. მადლობა, კვეზალი. :) მადლობა, კვეზალი. :)
8. მადლობა, რ_____ო_____ი. გაიხარე. მადლობა, რ_____ო_____ი. გაიხარე.
7. ყველაზე ლაკონურია და ნორმალური რაც წავიკითხე, შესრულება დაბალია სამწუხაროდ..
4. ყველაზე ლაკონურია და ნორმალური რაც წავიკითხე, შესრულება დაბალია სამწუხაროდ..
4.
6. კატიე, ნეფერტარ, როგორ გამახარეთ თქვენი კომენტარებით!
მადლობა! კატიე, ნეფერტარ, როგორ გამახარეთ თქვენი კომენტარებით!
მადლობა!
5. აქ, დედამიწაზე აღარ გყავს მეფე! > შენ, დედამიწაზე არა გყავს მეფე! მგონი ასე ჯობია. ლექსის შინაარსი ზუსტად ამას ითვალისწინებს და არა იმას რაც გიწერიათ დევი.
კარგი თარგმანია და გილოცავთ. :) აქ, დედამიწაზე აღარ გყავს მეფე! > შენ, დედამიწაზე არა გყავს მეფე! მგონი ასე ჯობია. ლექსის შინაარსი ზუსტად ამას ითვალისწინებს და არა იმას რაც გიწერიათ დევი.
კარგი თარგმანია და გილოცავთ. :)
4. ჩემთვისაც მესამეა... კარგია... ჩემთვისაც მესამეა... კარგია...
3. მადლობა, ელადა. მადლობა, ელადა.
2. უკვე მესამე თარგმანს ნკითხულობ, შენი ყველაზე ლამაზდ ჟღერს, მის ცისფერ თვალებს უფრო უხდება უკვე მესამე თარგმანს ნკითხულობ, შენი ყველაზე ლამაზდ ჟღერს, მის ცისფერ თვალებს უფრო უხდება
1. ვიფიქრე დედანის ზომასთან მაქსიმალურად მიმეახლოვებინა, რიტმიც მიმემსგავსებინა, მაინც ვერაფრით ჩავტიე ათ მარცვალში. ჭადრების "ყეფაც" სადაო შედარებაა, მაგრამ ჭადრებთან "ც" არ არის შემთხვევითი, წარმოსახვას გავყევი და... მოკლედ მაინტერესებს რას იტყვით. ვიფიქრე დედანის ზომასთან მაქსიმალურად მიმეახლოვებინა, რიტმიც მიმემსგავსებინა, მაინც ვერაფრით ჩავტიე ათ მარცვალში. ჭადრების "ყეფაც" სადაო შედარებაა, მაგრამ ჭადრებთან "ც" არ არის შემთხვევითი, წარმოსახვას გავყევი და... მოკლედ მაინტერესებს რას იტყვით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|