ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2014


უ ბ ა დ ლ ო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (დავიგვიანე)

უბადლო        სიყვარული    (დ ა ვ ი გ ვ ი ა ნ ე!)

მიყვარხარ,  წყნარად,  ჩუმად,
შენს  აჩრდილს  ლოცავს  სული.
გრძნობის,  ამგვარის გარდა ,
ქვეყნად რაღაა,  სრული.

ითქმება,  უხმოდ ყველა,
დგება,    როდესაც,  წამი.                 
თვალი  თვალს  ეტყვის  ყველას,
რა საჭიროა,  ჩქამი.

ჩამობერს,  ირგვლივ  ქარი,
ბალახს ეყრება ნამი,
ნატვრის სურვილსაც მოტეხს,
ტოტებს ამგვარი ჟამი

მიყვარხარ,  ფრთხილად,  დღისით,
ღამით, როგორაც  ქარი,
დავიგვიანე  ,ძლიერ,
სხვა   ყველა იყო   ჩქარი.

ია -ვარდების  მსგსვსად,
გვატკბობს    და გვალხენს  წამი.
ვწუხვარ, როდესაც,  ვნანობ
თვალებში  დგება    ნამი.

მიყვარხარ,  სუფთად,  მტკიცედ,
არ შესადარად  რამის,
რომ ზოგჯერ ისე მშვიდად,
სიცოცხლით    მავსებ  ლამის.

შორად,  ლურჯ  ზღვაში,  თითქოს,
იალქნებს    ნუსხავს ქარი,
აღარას ვდარდობ,  თითქოს,
იყო    სულ    ახლოს  მდგარი.   

მიყვარხარ  ასე, რატომ,
წარსულს    უჩნდება ბზარი,
თითქოს     შენი ხმა მესმის,
თითქოს    ჩამოჰკრავს   ზარი.

მიყვარხარ,    მეტად  უფრო,
ადამს  ვით ადრე  ევა.
რას დავაბრალო, მითხარ,
გრძნობის,    ამგვარი წვევა.

მიყვარხარ    ასე იმად,
რადგან,  არ    გავხარ არვის,
სული    გაქვს,  მსგავსი  ავდრის,
თვალები  ფერით   ქარვის.

სულ    მოუსვენრობ მუდამ
შფოთავს    ეგ    შენი სული.
ისე იქცევი თითქოს
სხვა სამოსი  გაქვს    ცმული.,

ეს  ასე, რატომ, რატომ,
ვისთვის      ინება   ღმერთმა,
რატომ დაუშვა მკაცრად,
სევდის ტკივილის შერთვა.

ვიცით, სიშორე ამგვარ
ვერაფერს    შეცვლის სულში.
როგორც ღივიან მარცვალს
ვერ დააბრკოლებ ხნულში.

რადგან, გინდოდა    რაც კი,
გულში ძლიერად    ერთგზის.
ვერ აუხდენელ  სურვილს,
ზღვა    სინანული    ერთვის.

სადაც    არ უნდა    იყო
როგორც,    არ  იყოს  უნდა
მარგალიტების ცვენა
თავბრუს    გახვევდეს    თუნდა.
 
მაინც,    იქითკენ უხვევს,
მაინც,    იქითკენ მიდის,
ტვინი,    გონება გული,
ნაბიჯი    მეტად რთული.

რაც,   შენთან  არის    მუდამ
აწმყო    მყოფადით    სრული.
ვერსად წაუხვალ    წარსულს
ბრძენთაგან    არის    თქმული.

ფეხს    არ    მოიცვლის    სული
ფეხის  ნაბიჯიც დგმული.
მანამ,    იქნები    ქვეყნად,
წუთის სოფელის    დგმური.

არის,    სამყაროც   თავად
როგორც,    ჩანს,  არასრული,
რადგან, ყველაზე   ძვირი,
დრო    არის  გარდასული.

იქნება, ჯობდა      კიდეც,
სუყველა     როგორც არი
რადგან, არასდროს იყო
წუთის სოფელი წყნარი.

როგორ ახერხებ      ნეტა
არასდროს იყო მცდარი.
მთვარის სიჩუმეს  ჩრდილავ,
გიპყრია    მისი    ქნარი.

თითქოს,    არ    ქროდეს  შენსკენ
მწვავე  არ    იყოს   ქარი.
გულს    შენსას    მუდამ  ჰქონდეს,
სურვილთ    ახდენა    ჩქარი.

სევდიანს    როცა    მხედავ
რადგან,, მამშვიდებ    წამსვე.
შენსკენ, ამიტომ      მომწევს,
გული    წუხილის  ჟამსვე.

მაქვს  სიყვარული,    წრფელი,
სუფთა, ფაქიზი, წმინდა.
მზე,  ვარსკვლავები,  მთვარე
მე სრულად    შენთვის  მინდა.
   










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები