რომ
რომ მიმატოვე იტყვიან ზოგან, პირიქითაც რომ იტყვიან ვიცი და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ სიზმრებში - შენს თმებს, შენს თვალებს, სიცილს და ამ სიზმრების ბრწყინვალე ტივით დავცურავ... მაგრამ მოწმეა ღმერთი - რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს და ვკიდებ შენი პერანგის გვერდით. არ ეკარება ამ კედლებს ძილი, დროც ყველა მორიგ მოლოდინს მიჯნავს, თუმც მაგიდასთან ყოველი დილით ვალაგებ ორ სკამს, ორ თეფშს, ორ ფინჯანს და ვავსებ სევდით, სტროფებით, წყლის ხმით, შენ კი სადა ხარ ამ დილით ნეტავ? და როგორც ცრემლი და როგორც სისხლი, ოთახში წვიმის მუსიკა წვეთავს...
პირველი ლექსის მოტივი
(აჭარულ კილოზე)
წვიმდა თქეში. სარეკელა ტაკუნობდა, ქროდა ქარი და ფოთლებზე ხტოდა, შინ შემოვდა მერე დაუკაკუნებლად. ნენეს სირბილს ახსენებდა ხბო და
ციცაი თითებს მჭადში ფლავდა, ჭაჭის ძალა ადიოდა ცამდი, მამაჩემი აღარ იყო და საფლავთან იმ წვიმაში ვსვამდით
და ცრემლებიც იმ წვიმაში წვიმა იყო, სისხლძარღვებში ნოემბერი იდგა, ამის შემდეგ ჩვენი სოფლის, ჩვენი ფუძის, ჩვენი ღელე ღურდანის და ჩვენი ვაზის, სადღეგრძელო ითქვა.
მემრენ მახსოვს ვარდისფრა რომ გადიკარა და დიდნენეს თავშალივით ცისარტყელა შემოიკრა ზეცამ, ბინდმა ქვე-ქვე დეიწია და კვართივით, მთელ დუნიას სქელი ნისლი ეცვა.
ეს იყო და ის ანტერიც მოპლაკუნდა, ღმერთის სუნი, პურის სუნი, სულის სუნი ასდიოდა ხელებს, შემხედა და ღელესავით ავთუხთუხდი, შევხედე და მის თვალებშიც, მის სხეულშიც, წრიალებდა ღელე.
და ეს იყო იმ ღამიდან მე რაც მახსოვს, დარჩა იგი ჩემს ბავშვობის ქოხთან, შემდეგ მარტო გრილ ბუხართან დავჯექი და სულ ახალი, სულ ცინცხალი, სულ პირველი - ჩემი ლექსიც მოხდა.
ინსომნია
ძილი და თვალის გუგები მძიმე, არ ეკარება სიზმრები გუგებს, ღია ფანჯრიდან შემოდის წვიმა და სახლში დგება ფიქრების გუბე.
ფარვანა, ჭრაქი, კოლოფი კენტის, ძლიერი ხველა, სხეული სუსტი. შემოდის წვიმა და ქარის ბენდი გგონია თითქოს ფილტვებში უსტვენს
და ვუცქერ მაგ შენს თვალებს _ ცის დედანს, დანა მაჯაზე მიტოვებს თარიღს... ლოცულობ, მაგრამ არ ჩანს ქრისტე და რკინის მამალთან სრულდება ქარი.
ცეცხლის პეპლები (ჭილაძე. რელექსი)
გახსოვს ის წელი? ახალი წელი! თოვა და თოვლის ფიფქები მეკვლედ, რომ იხსენებდი ჩემს პირველ წერილს, მღვრიე კოცონთან და ცეცხლის პეპლებს -
დაპენტილ თმაში გიქრობდა ქარი, თმაში, პირველი თოვლით დაპენტილ, მას შემდეგ ერთი გავიდა წელი და კიდევ ერთი თოვლით დავბერდი.
თუმც ფიქრში გაცმევ დედოფლის კაბას და დახუჭული თვალებით მღვიძავს, ყელში მობჯენილ ცრემლივით ყლაპავს ეს თოვლიც - კიბეს, აივანს, მიწას,
მაგრამ იმედი „ნეტავს“ და „იქნებს“ ძალად მიტოვებს ნერვებში, მოშლილ... და სიცხიანი ბავშვივით ვიქნევ გათოშილ ხელებს ამ პირველ თოვლში
და ვუსმენ ცის ხმას, შენს ხმას, ჩემს წერილს... და მაგ სიცილსაც ზვავად მოწოლილს და მაგონდება ახალი წელი, ცეცხლის პეპლები, ჩვენ და კოცონი.
წინაპირობა (საბას)
ჩვენ შეგვიძლია საათობით ვიდგეთ საკუთარ თავზე მაღლა, თუმც ცხოვრება ქვიშის საათია მამ. ამ საათის ორი ნახევარი ვართ მე და შენ. ამჯერად მე ზედა, შენ ქვედა და ივსები - ჩემით, წინაპრებით, სიცოცხლით, ასეა, დრო გადის, წამზომია ჩართული. ცხოვრება ქვიშის საათია მამ. ამ საათის ორი ნახევარი ვართ შენ და მე. ამჯერად შენ ქვედა, მე ზედა და ვიცლები - სისხლით, მამაჩემით, სიცოცხლით, ასეა, ყველაფერი ბრუნავს და ტრიალებს, ყველაფერი იცვლება ერთგვარად.
ჩვენ ხომ უფალიც ჩვენს ფიქრებში გამოვიგონეთ და მორწმუნენი ერთმანეთის გამო ვიყავით. მამ. ეს ტალღები შენს ნაპირზე, ამ ცხელ სტრიქონებს, ერთ დღესაც მკვდარი თევზებივით გამორიყავენ.
იდგება დილა, მისი შარმით, მისი ლოცვებით, დატბორავს ხანა ყველა ანდერძს, ყველა პასეანსს, ადრე ვიბრძოდით რომ სიკვდილის შემდეგ გვეცოცხლა, ახლა არ ვიბრძვით, მაგრამ გწამდეს ისევ ასეა -
და შენ მომძები სიბნელეში ხელის ცეცებით, შემდეგ მიხვდები - თუ როგორი მძიმე წლებია, მოხვალ და ხელში ნაგროვები მკვდარი თევზები, თაროზე ნაპოვნ ლექსებივით გაცოცხლდებიან.
ჩემს გასვენებაზე კი შენ ქვიშის საათის (ამჯერად) ზედა მხარე და დაცლილი, დამხედავ მე, ქვიშის საათის (ამჯერად) ქვედა მხარეს და სავსეს, რომელსაც ექნება საფლავის ფორმა და ხალხმრავლობის გამო ტირილს შეიკავებ, როგორც მე, მამაჩემის დასაფლავებისას!...
"მთვარის მოტაცების" - მოტივზე
"და თოვლს უნდოდა კიდემდის აევსო ქვეყანა" და გულს ტკივილის ფსკერამდე დაყვანა უნდოდა, და მაშინ დაიწყო ჩვენი სამუდამო ამბავი, როდესაც დასრულდა ხანგრძლივი ამბავი უნდოთა. საოცრად სცოდნია შეჩვევა წიგნებში ცხოვრებას, იმ დღესაც წიგნებში დარჩენის წყურვილი მოგვშივდა, რა ვქნა, ვერ ვივარგეთ იესოს გამოცდილ მსტოვრებად, მაგრამ ხომ ვგზავნიდით ბარათებს და მახვშის კოშკიდან - გვინდოდა იმ სიზმრებს, გვინდოდა იმ დღეებს ეთოვათ, იქედან ვხედავდით უფალს და ყველაზე მაღალ ჯვარს, იმ დროში ცხოვრებაც გვინდოდა თუმცა კი ბედოვლათ პულტების ხანაში მოგვიხდა სიცოცხლის დახარჯვა. ვუცქერდით თუ როგორ მირბოდნენ უნდონი ნიღაბთან, ვუცქერდით თუ როგორ მღეროდნენ შემთვრალი მგოსნები, ამღვრეულ აწმყოში სამივეს გულწრფელად გვიყვარდა, თუმც თავს გვახსენებდა წარსული და ელლენ რონსერი და მაშინ დაიწყო ჩვენი სამუდამო ამბავი და ცაზე მთვარე და სამიოდ ვარსკვლავი ეყარა და მახვშის კოშკიდან წერილებს წვიმები ლამბავდნენ, თუმცა თოვლს უნდოდა კიდემდის აევსო ქვეყანა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. მშვენიერია მშვენიერი! მშვენიერია მშვენიერი!
44. ამ ნიკით რამდენიმე ადამიანი შემოდის და ერთ-ერთს დაუწერია აქ უკვე.
ეს ლექსი რომ დიდი არაფერი არ არის, ამას განსაკუთრებული ლიტერატურული ანალიზი არ სჭირდება. მარა მისი უდიდებულესობა მლიქვნელობა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას უბრალოდ, მე ვერ აღვიქვი ეს კარგ ლექსად, მარტო ბოლო სტროფი მომეწონა და ამიტომ 4 ამ ნიკით რამდენიმე ადამიანი შემოდის და ერთ-ერთს დაუწერია აქ უკვე.
ეს ლექსი რომ დიდი არაფერი არ არის, ამას განსაკუთრებული ლიტერატურული ანალიზი არ სჭირდება. მარა მისი უდიდებულესობა მლიქვნელობა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას უბრალოდ, მე ვერ აღვიქვი ეს კარგ ლექსად, მარტო ბოლო სტროფი მომეწონა და ამიტომ 4
43. და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ სიზმრებში - შენს თმებს, შენს თვალებს, სიცილს
"და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე… სულში." მადლობა ოთარ ჭილაძეს. და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ სიზმრებში - შენს თმებს, შენს თვალებს, სიცილს
"და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე… სულში." მადლობა ოთარ ჭილაძეს.
42. სიყალბე, თვითარიარება სისულელე სიყალბე, თვითარიარება სისულელე
39. ვა, როი, შენ რა კაცი ხარ იმენა. მააგარი ვიღაცა ხარ. ფრიადი 5
ვა, როი, შენ რა კაცი ხარ იმენა. მააგარი ვიღაცა ხარ. ფრიადი 5
38. არ წაიშალოს ეს კომენტარი და თეთრი დროშა ყველას..
არ წაიშალოს ეს კომენტარი და თეთრი დროშა ყველას..
37. არა ეს ლექსი პოეზია ჩემთვის სულხან..
რამინდა არც არაფერი, იდება ლექსი პორტალზე რათა საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ, ან რას მახსნევინებ.
ყველა ცუდი დამოკიდებულებას "ძაღლი ჩააკვდა სულში"
კარგი დამოკიდებულებით ვარ ყველასთან, არავითარი რაიმე ისეთი, ძველებური, ამასაც ნუ ამახსნევინებ..
მინდა არას დავწერ და მინდა უ"არ"ესს.. ეს რომ როის "ეფენდი" ყოფილიყო სხვა კომენტარს დავწერდი.. იტოგში აქ საერთოდ არ მაინტერესებს პიროვნება :* ვაფასებ პოეზიას , მნიშვნელობა არააქვს ვინ წერს მე თუ სხვა, მე უნდა მივიღო კაიფი პოეზიით არა ეს ლექსი პოეზია ჩემთვის სულხან..
რამინდა არც არაფერი, იდება ლექსი პორტალზე რათა საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ, ან რას მახსნევინებ.
ყველა ცუდი დამოკიდებულებას "ძაღლი ჩააკვდა სულში"
კარგი დამოკიდებულებით ვარ ყველასთან, არავითარი რაიმე ისეთი, ძველებური, ამასაც ნუ ამახსნევინებ..
მინდა არას დავწერ და მინდა უ"არ"ესს.. ეს რომ როის "ეფენდი" ყოფილიყო სხვა კომენტარს დავწერდი.. იტოგში აქ საერთოდ არ მაინტერესებს პიროვნება :* ვაფასებ პოეზიას , მნიშვნელობა არააქვს ვინ წერს მე თუ სხვა, მე უნდა მივიღო კაიფი პოეზიით
36. ჩვეულებრივი ლექსია. ))) პოეზია ნაკლებად ჩვეულებრივი ლექსია. ))) პოეზია ნაკლებად
35. შენი ლექსები სულ უნდა იყოს მთავარ გვერდზე შენი ლექსები სულ უნდა იყოს მთავარ გვერდზე
34. ...და ამ სიზმრების ბრწყინვალე ტივით დავცურავ... მაგრამ მოწმეა ღმერთი - რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს და ვკიდებ შენი კაბების გვერდით...
მიყვარს ეს ავტორი, უ ს ა ზ ღ ვ რ ო დ! +++++++++++++++++5 ...და ამ სიზმრების ბრწყინვალე ტივით დავცურავ... მაგრამ მოწმეა ღმერთი - რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს და ვკიდებ შენი კაბების გვერდით...
მიყვარს ეს ავტორი, უ ს ა ზ ღ ვ რ ო დ! +++++++++++++++++5
33. მომწონსს 5 მომწონსს 5
32. ვადა არ გასდის ამ ლექსს როგორც ჩანს ისევ ისე დამეჯახა ემოცია.. ვსო ხმას აღარ ამოვიღებ აწი :( <3 ვადა არ გასდის ამ ლექსს როგორც ჩანს ისევ ისე დამეჯახა ემოცია.. ვსო ხმას აღარ ამოვიღებ აწი :( <3
31. კარგია. წარმატებები ავტორო! კარგია. წარმატებები ავტორო!
29. ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28. გეგა რაგინდა კაცურად? საერთო ახლობლების ხათრით გვითხარი... რა არა? კი ძმაო კი და სულ ასე იქნება,სულ:) ვერ შევცვლით მე და შენ აქ ვერაფერს,რად გვინდა ესეთების წერა,კაცურად გაითვალისწინე....გთხოვ! გეგა რაგინდა კაცურად? საერთო ახლობლების ხათრით გვითხარი... რა არა? კი ძმაო კი და სულ ასე იქნება,სულ:) ვერ შევცვლით მე და შენ აქ ვერაფერს,რად გვინდა ესეთების წერა,კაცურად გაითვალისწინე....გთხოვ!
27. საკმაოდ კარგი ნაწერია. ეს ის ხელწერაა, რაც გამოარჩევს ავტორს სხვებისაგან. საკმაოდ კარგი ნაწერია. ეს ის ხელწერაა, რაც გამოარჩევს ავტორს სხვებისაგან.
26. ეს ლექსი ჩემთვის სიახლეა, შენი პოეზიის ახალი ეტაპი... :) ეს ლექსი ჩემთვის სიახლეა, შენი პოეზიის ახალი ეტაპი... :)
25. და როგორც ცრემლი და როგორც სისხლი, ოთახში წვიმის მუსიკა წვეთავს..
არაჩვეულებრივია როი. მადლობაააა წარმატებები....+++ და როგორც ცრემლი და როგორც სისხლი, ოთახში წვიმის მუსიკა წვეთავს..
არაჩვეულებრივია როი. მადლობაააა წარმატებები....+++
24. როცა ლექსი ასე დაგამუნჯებს და ვეღარაფერს ამბობ.... :))))))) უსასრულო სიყვარული როცა ლექსი ასე დაგამუნჯებს და ვეღარაფერს ამბობ.... :))))))) უსასრულო სიყვარული
23. მაგრამ მოწმეა ღმერთი - რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს. . .
<3 მაგრამ მოწმეა ღმერთი - რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს. . .
<3
22. პირველად ვარ აქ... მიხარია ეს ლექსი და ეს ავტორი!.. პირველად ვარ აქ... მიხარია ეს ლექსი და ეს ავტორი!..
21. ოხ, ჯონათან, სულ ერთი ნაბიჯით მასწრებ ხოლმე და ყოველთვის იმას ამბობ, რაც უნდა მეთქვა... ისეთი ლექსია, განწყობაში რომ ჩაგისახლდება და საკუთარი სევდის სოლოს მოგასმენინებს... 5 ოხ, ჯონათან, სულ ერთი ნაბიჯით მასწრებ ხოლმე და ყოველთვის იმას ამბობ, რაც უნდა მეთქვა... ისეთი ლექსია, განწყობაში რომ ჩაგისახლდება და საკუთარი სევდის სოლოს მოგასმენინებს... 5
20. მშვენიერი ლირიკა- თვალისთვისაც, ყურისთვისაც, გულისთვისაც...
მშვენიერი ლირიკა- თვალისთვისაც, ყურისთვისაც, გულისთვისაც...
19. აუჰ. მაგარია. აუჰ. მაგარია.
18. ამ გვერდს ერთი თვისება აქვს. უკან გაბრუნებს . არაერთხელ. ამ გვერდს ერთი თვისება აქვს. უკან გაბრუნებს . არაერთხელ.
16. და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ სიზმრებში - შენს თმებს, ++
ისედაც სულის ყველა კუნჭული მტკივა ახლა და ეს ლექსი კი არ მეტკინა მეამა :)) და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ სიზმრებში - შენს თმებს, ++
ისედაც სულის ყველა კუნჭული მტკივა ახლა და ეს ლექსი კი არ მეტკინა მეამა :))
15. მშვენიერია
5 მშვენიერია
5
14. იშვიათად შემოვდივარ და რომ ვხედავ ჩემთვის საყვარელ ავტორებს მიხარია. ზუსტად ვიცი, რა დამხვდება მათთან. ვიცოდი, მომეწონებოდა. იშვიათად შემოვდივარ და რომ ვხედავ ჩემთვის საყვარელ ავტორებს მიხარია. ზუსტად ვიცი, რა დამხვდება მათთან. ვიცოდი, მომეწონებოდა.
12. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
11. პოეტებს ქალი გიყვარდათ ერთი :)
პოეტებს ქალი გიყვარდათ ერთი :)
10. რა კარგია...აი , კიდევ ერთი მონატრების ლამაზი სევდა... 555 ამ ლექსით დავამთავრებ დღევანდელ შემოვლას...:-* რა კარგია...აი , კიდევ ერთი მონატრების ლამაზი სევდა... 555 ამ ლექსით დავამთავრებ დღევანდელ შემოვლას...:-*
9. Kargia roi!! Kargia roi!!
8. ეს კი დაძველებული ღვინოსავით :) +5 ეს კი დაძველებული ღვინოსავით :) +5
5. მსუბუქად ნათქვამი მძიმე სევდა. ოთხაში წვიმის მუსიკა წვეთავს. :)
მშვენიერია. მსუბუქად ნათქვამი მძიმე სევდა. ოთხაში წვიმის მუსიკა წვეთავს. :)
მშვენიერია.
1. რა მაგარია როი, როგორ მომნატრებიხარ შენი პოეზიითურთ :) რა მაგარია როი, როგორ მომნატრებიხარ შენი პოეზიითურთ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|