ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იველინა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2014


ზამთარი

ტოტებზე თოვლი ჩამოწვა,
ყინულს ვერ ტეხავს მდინარე,
მონე კი თავის მოლბერტზე,
ფუნჯით იპარავს ყველაფერს.

ზამთარი თავს დასტყდომია,
ქოხის გატეხვა სწადია.
ბუხარს კი ალი ამოსდის,
განა მზე მისი დარდია?!

ქალი კაცს შემოხვეულა.
რა ლამაზია ზამთარი
ნეტავი ღამე გაგრძელდეს
და სიყვარული მარადის.

პ.ს.გამახარებთ თუ პუნქტუაციურ შეცდომებს გამასწორებინებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები