 | ავტორი: დევი ჟანრი: თარგმანი 17 სექტემბერი, 2014 |
მღერის ზამთარი__სმენამახვილი, გაბურძგნულ ფიჭვთა გადაძახილით ტყეს ექო ფარავს. მიდის ღრმა სევდით დამძიმებული, უცხო ქვეყნისკენ გეზაღებული ღრუბელთა ფარა. თვალსა ჭრის ყველა ეზო და ქოხი, აბრაშუმივით მბზინვარე ნოხად იფერებს ნამქერს. როგორც ობოლი ცრემლს დაატარებს, ისე აბუზულ, ჩიტებს პატარებს სიცივე ამხელს. რადგან დაღალა შიმშილმა, ქარმა და რადგან სითბოც აღარ აქვთ ფარად მიკრულან ერთურთს. ქარბორბალა კი მეტად ღრიალებს, (ისმის დარაბთა უშნო ხრიალიც) ბრაზდება ერთობ. სარკმელთან თვლემენ ნაზი ფრთოსნები, დამუნჯებულნი, ყინვით, მგოსნები ხედავენ სიზმარს. რომ გაზაფხულის დამდგარა დღენი და თითქოს მზემაც გაუთბო ფრთები, აღწევენ მიზანს.
Поет зима - аукает, Мохнатый лес баюкает Стозвоном сосняка. Кругом с тоской глубокою Плывут в страну далекую Седые облака.
А по двору метелица Ковром шелковым стелется, Но больно холодна. Воробышки игривые, Как детки сиротливые, Прижались у окна.
Озябли пташки малые, Голодные, усталые, И жмутся поплотней. А вьюга с ревом бешеным Стучит по ставням свешенным И злится все сильней.
И дремлют пташки нежные Под эти вихри снежные У мерзлого окна. И снится им прекрасная, В улыбках солнца ясная Красавица весна.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესო შედარებებია.......
საინტერესო შედარებებია.......
3. შენიშვნები "ჩკა" :) შენიშვნები "ჩკა" :)
2. მეორე ვერსიაც იყოს აქვე, ეს ზომა-რიტმით უფრო ახლოა, მაგრამ.... მოკლედ ველოდები თქვენ შენიშვნებს.
ტყეში ხეებს არწევს ქარი, ანანავებს იანვარი, იმეორებს ექო, სანახავად უცხო მხარის, ღუბელიც კი აჰყვა ქარ(ებ)ს მის სევდიან ფერხულს. და ნამქერიც შარი-შურით, ვით მბზინვარე აბრეშუმი მოფენია ეზოს. აბუბუზულან ბეღურები, მიეხუტნენ ერთურთს ფრთებით: "ყინვა ვერ გაგვტეხსო" შიმშილისგან დაღლილებმა მიაკითხეს ისევ სარკმელს, როგორც სითბოს საზოგს. ქარბორბალა არ წყვეტს ღრიალს, არ ეშვება ფიფქის ტრიალს, უფრო მეტად ბრაზობს. გათოშილი ჩიტუნები, თვლემენ თითქოს მონდომებით, შეფარვიან სიზმარს. თითქოს დადგა გაზაფხული, მზე იცინის, გაბადრული, მშვენიერი დღისა. მეორე ვერსიაც იყოს აქვე, ეს ზომა-რიტმით უფრო ახლოა, მაგრამ.... მოკლედ ველოდები თქვენ შენიშვნებს.
ტყეში ხეებს არწევს ქარი, ანანავებს იანვარი, იმეორებს ექო, სანახავად უცხო მხარის, ღუბელიც კი აჰყვა ქარ(ებ)ს მის სევდიან ფერხულს. და ნამქერიც შარი-შურით, ვით მბზინვარე აბრეშუმი მოფენია ეზოს. აბუბუზულან ბეღურები, მიეხუტნენ ერთურთს ფრთებით: "ყინვა ვერ გაგვტეხსო" შიმშილისგან დაღლილებმა მიაკითხეს ისევ სარკმელს, როგორც სითბოს საზოგს. ქარბორბალა არ წყვეტს ღრიალს, არ ეშვება ფიფქის ტრიალს, უფრო მეტად ბრაზობს. გათოშილი ჩიტუნები, თვლემენ თითქოს მონდომებით, შეფარვიან სიზმარს. თითქოს დადგა გაზაფხული, მზე იცინის, გაბადრული, მშვენიერი დღისა.
1. ქართულად კარგად ჟღერს,დედანსაც მიუახლოვდა.რუსულიდან ბევრ თარგმანს ეტყობა ავტორმა ენა არ იცის, ლექსიკონითაა შესრულებული, თქვენზე არ ვამბობ, ზოგადად ქართულად კარგად ჟღერს,დედანსაც მიუახლოვდა.რუსულიდან ბევრ თარგმანს ეტყობა ავტორმა ენა არ იცის, ლექსიკონითაა შესრულებული, თქვენზე არ ვამბობ, ზოგადად
|
|
მონაცემები არ არის |
|
|