ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


ღამენათევი ლექსი

ღამე, ტაატით მიუყვება ნაწვიმარ შარას,
ბნელი ქალაქი,ციცქნა ჩიტის გულივით ფეთქავს,
მთვარე, ღრუბლებით, ვერგამხელ სიყვარულს მალავს,
დარაჯობს იმათ-ვინც მასსავით,სათქმელი ვერ თქვა,

დაღლილი ფიქრი,აედევნა ღამის ლაბირინთს,
და მატროობა ბნელი ქუჩის კუთხეში გდია,
ვეღარ ვუპოვე ფიქრების ზღვას ვერსად ნაპირი,
სწორედ ამიტომ-მარტოხელა,შეშლილი მქვია,

მეც ღამესვით სველ ქუჩაზე დავეხეტები,
ნედლი ჰაერით დავანაყრებ გაბოლილ ფილტვებს,
ეს ბნელი ღამე ,რომ გათენდეს-არ მემეტება,
მაგრამ ვაი რომ ჩემს სიგიჟეს ზეცაც ვერ იტევს,

საათის ისარი,მონოტონურს აგრძელებს რბოლას,
მივყვები ფიქრის ლაბირინთებს მოხრილი წელში,
დილით მზის სხივი აყვირდება,ვითარცა მოლა,
და ღამენათევს დამარქმევენ გიჟსა და შეშლილს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები