ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


ჩვენ

                                                        ვუძღვნი ჩემს შვილს მარიამს...





შენი სიცოცხლე ჩემსას ჰგავს,
ჩემი სიცოცხლე შენს
ასე ერთსისხლხორც ვიქმენით,
ცოლი და ქმარი ჩვენ.


დღეს ჩემი სუნთქვა შენსას ჰგავს,
შენი სუნთქვა კი ჩემს,
და სიყვარულის ნოტებით,
ჩვენი გულები ძგერს.


ჩვენი სიცოცხლე ერთსას ჰგავს,
და ის ერთი ვართ დღეს,
ჩვენი სიცოცხლე ერთია,
მარიამი და ჩვენ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები