ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


ბანალურად

დავიბადე__
შევერიე წუთისოფლის ნათელ ღამეს,
ბანალურად,
ისე, როგორც იბადება სხვა ცოცხალი,
გავიზარდე__
ფეხი შევდგი მზის გზასავით უსასრულო სიყვარულში.
"მოვკვდი",
ისევ ბანალურად,
მოვკვდი რადგან დავიბადე, გავიზარდე,
გამაცილეს მცირე ცრემლით,
მიმაბარეს მიწის უბეს...
არადა რა იქნებოდა,
სათქმელი რომ მქონებოდა სულ პირიქით:
დავბერდი და მხოლოდ მერე "გავიზარდე",
ჯერ მოვკვდი და სწორედ მაშინ "დავიბადე",
მგონია, რომ ასეც არის,
მაგრამ ახლა გეტყვი, რადგან
მერე ვეღარ გაგაგონებ,
ჯერ ხომ მხოლოდ დავიბადე, გავიზარდე
და სიკვდილსღა "ველოდები"__ბანალურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები