ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბუ
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


ჩემს სიმარტოვეს ვერ მალავს ცრემლი

"ყველაზე საშინელი მარტოობა - არ გყავდეს ნამდვილი მეგობრები." ფ. ბეკონი


ჩემს სიმარტოვეს ვერ მალავს ცრემლი,
გადათელავენ გლოვას ლანჩებით
და მანჭვა-გრეხით გარბიან წლები
და სანამ შევძლებ მეც ვიმანჭები.

მიცვალებულა თითქოს ყოველი,
რაღას გვიშველის მკვდართა გოდება?
ქვის მკლავს ჩაიქნევს სვეტიცხოველი
და გაიშლება მტკვართან ლოდებად...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს