ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


მოდი

მოდი

შენი თბილი სუნთქვით
სუნთქვა გამიჩერე,
შენი თბილი ხელით,
დამვარცხნე ქოჩორი.
ტრფობით ამ თვალებში,
ტბები ჩამიყენე,
მოდი ავიკიდოთ,
კვალავ ჭორი,
მოდი, ოცნებებით,
შორს, შორს გამიტაცე,
ვარდის მომიკრიფე
კოკორი,
მოდი, ერთხელ კიდევ,
ცაში ამიტაცე,
მე წიწილა ვიყო_
შენ ქორი.
მოდი, სასწაული
კიდევ მოვახდინოთ,
მთვარე ავიდევნოთ
დარაჯად,
ჩვენი სიყვარული,
მინდვრებს მოვაფინოთ,
მზის სხივთ დავესესხოთ
ფარაჯა.
მოდი, ისევ გელი,
სული კვალავაც გნატრობს,
მოდი, კვლავ დავიწყოთ
თავიდან,
თორემ, მუხთალი დრო,
გვაცდუნებს და გვართობს,
ხოლო ცხოვრება კი
წავიდა.
მოდი ავაშაროთ,
ვნების ქარცეცხლები,
ისევ წამიკიდე
ხანძარი,
მოდი ავაშენოთ,
(კვლავაც თავს გევლები,)
ტრფობის ხელთუქმნელი
ტაძარი.

მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები