ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2014


* * *

ზეცას მიუყვება ღამე გალანტურად,
წვიმამ სახურავი გააროიალა,
ვდაგავრ სვალ ქუჩაზე წელში გამართული,
მინდა დედამიწა ფეხით მოვიარო,

შენი გულისცემის ყველა არითმია,
მინდა უპირობოდ,ჩემს თავს მივაწერო,
მთელი გალაქტიკა სხვისთვის დამითმია,
ჩემთვის სამოთხეა დილით მინაზე რომ

შენი მოფარფატე ლანდი ირეკლება,
სხივებს რა გამოლევს შენი თვალებიდან!?
მე კი ნაწილ-ნაწილ ფსკერზე ვილექსები,
მალე დავსრულდები,მრჩება წამები და

უფალს თავდახრილი უნდა მივეახლო,
მაგრამ მე სიცოცხლეს შენში გავაგრძელებ,
შენი თვალებია ჩემი სამოსახლო,
მჯერა!ამ სიგიჟითდროსაც გავაჩერებ...

ზეცას მიუყვება ღამე გალანტურად,
წვიმამ სახურავი გააროიალა,
ვდაგავრ სვალ ქუჩაზე წელში გამართული,
მინდა ყველა ქუჩა ერთად მოვიაროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები