ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


აგვისტოს გმირებს

თქვენი ოჯახის დარდს ვიზიარებთ
წყლული უდნავაც არ გაგვინელდა,
მთელი ცხოვრება მწარედ გაგვყვება
დაუნდობელი, მტანჯველი სევდა.

გმირულად შეხვდით ყველა განსაცდელს
არ დაუდექით არვის მონებად,
თქვენი უკვდავი, ოქროს სახელი
გადაგვექცევა ტკბილ მოგონებად.

ლეგენდა დადის თქვენს გმირობაზე
თქვენვე გაწიეთ კარგი სარდლობა,
და ამ სულ რაღაც, მოკლე ხუთ დღეში
აღკვეთეთ დიდი უსამართლობა.

თქვენს საფლავებზე იხარებს ია
გმირად გაგზარდათ თბილმა გამჩენმა,
უკვდავ გმირებად გარგუნათ ღმერთმა
წუთისოფელში მარად დარჩენა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები