ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2014


ა ქ ბ რ ო წ ე უ ლ ე ბ ს ს ც ვ ი ვ ა ფ ო თ ლ ე ბ ი


ა ქ  ბ რ ო წ ე უ ლ ე ბ ს  ს ც ვ ი ვ ა  ფ ო თ ლ ე ბ ი

ნისლმა  დაიპყრო  მზე  შემოდგომის,
წიწვებს  ნაძვების  სიმწვანე ჭარბობს,
აქ  მოდის  ვიღაც    და  მისებურად
სევდით,  ხალისით,  მის  სათქმელს  ამბობს.

ხან  მზე  ანათებს,  ხან  სიცივეა,
ნაძვებზე  ზოგჯერ  ბეღურა  ანცობს,
          აქ  მუდამ  მინდა  გულწრფელად  გითხრა,
          რომ  ეგ  ღიმილი  ამ    სევდას  აქრობს.

აქ  მთაზე    გარდა  მოწყენილობის,
ბალახი  ხმელი  სევდის  ფერია,
მე  მიხარია  შენ  რომ  არსებობ,
გულწრფელი მადლი   გადმოგფენია..

აქ  ამ  წუთებით  მწირი  სიცოცხლე
ჩემთვის  სხვაგვარად   შეგიფერია,
დგას შემოდგომა  ნისლიან  მზერით
შენი ღიმილი    ვარდისფერია.

ბინდმა    აწურა    ლანდები ხეთა,
დუმილი  ირგვლივ იისფერია,
აქ  ბროწეულებს  სცვივა  ფოთლები,
და  ეს  ფოთლები  სხივისფერია.

მზე  შეღამების  შემოდგა  მთაზე,
სხივები  მწვერვალს  ვერ  მოერია,
მინდა  წუთები    გაგრძელდეს    შენთან
ჩემთვის  აქ  ყოფნა ბედნიერია.

აქ  ბროწეულებს  სცვივა  ფოთლები
აქ  ეს  ფოთლები  სხივისფერია,
ეს  მოგონებად  დარჩება  რადგან,
აქ  ჩვენს  სიხარულს  სევდაც    ერია.






-4-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები