ნაწარმოებები


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 სექტემბერი, 2014


უმისამართო კონვერტები

მიდიან...
უკან აღარ ბრუნდებიან –
დღეები –
უმისამართო კონვერტები...
წამლეკავს უშენობა –
სანამ დროა –
ჩემამდე როგორმე მოაღწიე,
ყველა ფერზე უფრო
მეტო ფერო...
ჩემი ცხოვრების ხარ
ყველაფერი...
მიდიან,
აღარასდროს ბრუნდებიან –
დღეები...
თვალის უპეებთან
ნაკვალევს მიტოვებენ
ჩიტის ფეხებივით...
მე სიცილს ვაბრალებ,
დროს კი არა...
დრო ვერ მომერევა,
დამიჯერე...
მხოლოდ უშენობა თუ დამჩაგრავს,
ჩემი ცხოვრების მევენახევ,
ჩემი ფიქრების საყუდელო...
დღეები?
წავიდნენ...
გზა ჰქონიათ
აქედან მოუსავლეთამდე –
არ ვიდარდო...
რადგანაც შენ მყავხარ...
რადგან შენ ხარ –
ჩემი ოცნებების
მოდინახე,
ჩემი ცხოვრების მევენახე...
მოდი და
ამოავსე უშენობა,
ჩემი ფიქრების საყუდელო...
ჩემი ცხოვრების ხარ
ყველა ფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები