ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2014


ადამიანი_ლანდი

ყოველ დილით ადგომისთანავე ფლოსტებს იცვამს,სამზარეულოში შედის,გაზქურას ანთებს, ქურაზე ჯეზვეს
დგამს და ყავას ხარშავს.  მერე,თუ მარხვა არააა, ყავაში ცივ რძეს რძეს ურევს და სვამს.
  მხოლოდ ამის შემდეგს ახელს თვალს და იღვიძებს.  ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე
ერთი და იგივეს კეთებისგან დიდი ხანია, გული უწუხს და თავბრუ ეხვევა.
  დღეს კი სხვა დღეებისგან განსხვავებული დღეა.კიდევაც უხარია,განსხვავებული რომაა.  სხვებისგან განსხვავებული. დილით ყავის სმის და სამსახურში წასვლის ნაცვლად კლინიკაში უნდა წავიდეს. ექიმი უკვე ელოდება. არაფერი უნდა ჭამოს,რადგან
მაშინ  უნარკოზოდ მოუწევს ოპერაციის გაკეთება.
    რამდენიმე დღეა ფეხზე მტკივნეული ხალივით წამონაზრდი შენიშნა...არ ახსოვდა,ადრე
მსგავსი რამ თუ ქონდა.ალბათ სამართებლის გამო თუ იყო. წინა ორშაბათს გამოკვლევაზეც
მივიდა.ანალიზებმა სიმსივნე დაუდგინა,მართალია  ავთვისებიანი არაა, მაგრამ ოპერაცია  აუცილებელიაო, დაარწმუნეს.
    ერთი წამითაც არ დაეჭვებულა დასკვნის სისწორეში.
  გუშინ სამსახურიდან გვიან გამოვიდა,მაგრამ რადგან დაგეგმილი ჰქონდა, ტაქსი დაიქირავა და
დედის საფლავზე შეიარა.ყვავილების ყიდვა ვერ მოასწრო, მხოლოდ სურათი გაასუფთავა ,სურათთან  ახლოს
ბარამბოს კამფეტი დატოვა და მალევე დატოვა იქაურობა.
  ახლა კი ამ დილით....ჩვეულ საქმიანობას მაინც ვერ უღალატა, დილით ყვავილებს წყალი დაასხა, ლაბადას ღილი დააკერა,ტელევიზორი და მისი სადგამი გაწმინდა, შემოსასვლელში ნათურა გამოცვალა,ფეხსაცმელი  გულდასმით გააპრიალა, ფოსტაზე წერილები შეამოწმა. ზოგს უპასუხა,ზოგისთვის პასუხი შემდეგისთვის გადადო.ამასობაში  9 სააათიც მოვიდა...ტაქსი გამოიძახა და კლინიკაში წავიდა.
  თუმცა უნდოდა გვერდით ვინმე ყოლოდა, მაგრამ სხვისი შეწუხება მაინც ეუხერხულა
და ამ ოპერაციასაც ისევე მარტო შეხვდა,როგორც მისი ცხოვრების ნებისმიერ სხვა,უფრო მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მოვლენას.ამიტომ ტვინის მუშაობა გათიშა,მხოლოდ ხერხემლის ტვინით განაგრძო აზროვნება.
ანესთეზიოლოგმა დაამშვიდა,სრულიად უმტკივნეულო იქნებაო....
რისი უნდა ეშინოდეს....მართალია საავადმყოფოს სუნსაც ვერ იტანს,მაგრამ ამასაც მოევლება....
  სუნთქვას შეიკავებს დროებით....
  ვენაში ნემსის გაკეთება არ გაუგია....წამალმა მართლაც მოჰგვარა სიმშვიდე.
ისეთი სიმშვიდე, მარადისობაში გადასვლის სიმძიმეც რომ გაამრავალფეროვნა....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები