ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


ეს რა აიჩემე?

რატომ აიჩემე ჩემთან ღამით მოსვლა?
მესმის უძილობა როცა არ მასვენებს,
როცა მინდა, მაგრამ ვერა ვხუჭავ თვალებს,
მაშინ მოდიოდე,
მაგრამ არა!
ძილშიც არ მასვენებ,
უკვე დამილეწე ყველა სიზმრის კარი,
მე კი დავიღალე!
ესეც რომ არ იყოს, შენც ხომ კარგად იცი,
ღამე რომ წამოვხტი, ფურცელს, კალამს ვეცი,
ხომ არ გაგიჟდიო?!
უმალ გამომძახა იმან, საწოლიდან , მეკი დავიბენი,
სულაც არ მინდოდა ამას მიმხვდარიყო,
მგონი ამადევნა უკვე ეჭვის თვალი...
შენ რა გენაღვლება, ალბათ გეცინება,
ღამე ნუ მოდიხარ, თავი დამანებე...
ვიცი შენ რაც გინდა,
ფურცლით გავიშალო ჩემი სარეცელი,
ფურცელზეწარით და ფურცელბალიშებით,
ბევრი კალამი და ირგვლივ ხალიჩები,
რბილად რომ მობრძანდე,
თუმცა ზედმეტია ალბათ ხალიჩები,
შენ ხომ მოფრინდები?!
ჰოდა რა გამოდის ჩემო თეთრო ჩიტო?
რომ წარმოვიდგინო, უფრო ლოგიკურად,
ხაფანგს მომაგონებს ჩემი საწოლი და
მე კი გამოვდივარ სატყუარა შენი...
სუსტო ჩიტუნია, მაგრამ მაინც ფრთებით.
სულ პაწაწინა ხარ, მე კი ვებერთელა,
მაგრამ უშენოდ ხომ სულ მთლად ც ა რ ი ე ლ ი...
უი, მაპატიე,
ლამის დამავიწყდა გაფრთხილება შენი,
რომ არ გაგიკვირდეს, თუკი დაგვცინებენ.
მერე რა რომ ჩვენ ვართ შეუხედავები,
სუსტი რითმებით და მართლა "პატარები",
სამაგიეროდ ვართ შ ე ს ა ფ ე რ ი ს ე ბ ი!
დარდს ვერ მივეცემი თუ ვერ "გავიზრდებით",
ოღონდ დღე მოფრინდი,
მართლა გევედრები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები