ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 სექტემბერი, 2014


ჰჰ

როგორი მოსაწყენია ხოლმე, ჩემს თავს რომ ვემთხვევი-
იგივე შეგრძნებები, ემოციები, მიმოხვრა და მერე
ჩაბრუნებული მზერა, გარინდება, სევდა...
ეს ყველაფერი იმდენად გაცვეთილია (დროში, ადამიანებში და სიტყვებში),
რომ უკვე სულ ერთია, იტყვი თუ არა, მაგრამ მაინც...
-გამარჯობა, თუ შეიძლება ორი აღფრთოვანება მომეცით.

დღეს ბაზარში ისევ ბევრი ხალხია.

-ინებეთ, აი, ეს მირაჟებიც თქვენ, საჩუქრად ჩვენგან. კიდევ შემოიარეთ!

ნახვამდის.

ხურდაღა დამრჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები