ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2014


ქ ა ლ ი ვ ა რ, ქ ა ლ ი

ქ ა ლ ი    ვ ა რ,  ქ ა ლ ი

ქალი ვარ,  ქალი.
და  ეს  სული,
ჰგავს  ბამბის  ფთილას.
ფაქიზია  და
ვერ  ისვენებს,
სადაც  ბევრს  ჩრდილავს.

ქალი  ვარ,  ქალი.
სულს  ვაფარებ
ღრუბლების    ჩრდილას.
შეგონებები  ღამეს  მართმევს,
ცისკარი  დილას.

ქალი ვარ,  ქალი.
ვაზის ყვავილს
ვედარებ  მტირალს .
ვარდ-ყვავილების  სილამაზეს
რა  დაგვიჩრდილავს.

ქალი  ვარ,  ქალი,
აქ  შევრჩები ,
თეთრი  ქვის  ფილას.
მანამ  იცოდე,  გამიფრთხილდი,
შენთან  ვარ  თბილად.

ქალი    ვარ,  ქალი,
მსურს  და  ვისმენ ,   
მაგ  ლექსებს ფრთიანს.
ვითარ აპრილში
ბეღურები  იწყებენ  ფრთხიალს.

ქალი  ვარ,  ქალი,
მე  დავლახავ
დიდ  მინდვრებს  ტიალს.
ვერ    შევაჩერებ  თუმც  ამგვარად
ბედ-იღბლის  ტრიალს.

ქალი ვარ,  ქალი.
როს  შევრჩები,
თეთრი ქვის  ფილას.
ვეღარსად  მნახავ,
ვერც საღამოს  და    ვეღარც  დილას.           



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები