ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარინა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2014


მოდის ფეხმძიმე.

მოდის ფეხმძიმე,მოდის ამაყად
მოდის ფეხმძიმე,ვით გაზაფხული.
იგი დედაა, უკვე შვილისა.
მის სახეზეა ეს ასახული.
    ყველა ფეხმძიმე ხომ ქალღმერთია
    დედაა,რადგან მუცლით ატარებს.
    ეჩურჩულება,ეალერსება,
    და ყველა იმედს, მასზედ ამყარებს.
მოდის ფეხმძიმე, იმედი ხვალის.
მოდის ფეხმძიმე, მოდის ფერმკრთალი.
ორი მისიაც ხომ აკისრია,
სამშობლოსა და დედობის ვალი.
      მაშ გზა დავუთმოთ ამ  სილამაზეს,
      მათი დანახვა ყველას გვახარებს.
      იქნებ ილიას, ან იქნებ ვაჟას,
      ან გალაკტიონს მუცლით ატარებს.


                                                                2011/25/03.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები