ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2008


ქუჩები ხიდებზე

ქუჩები ხიდებზე გადადიან,
მდინარე კალაპოტს უჯერებს,
გავუსხლტით,
გადავცდით, რა ხანია,
ვენებში თავშეყრილ უჯრედებს.
ბგერები სხედან და დუნდებიან,
ბეჯითად იჩვევენ სიჩუმეს,
უმზერენ ნაკვალევს,
ბრუნდებიან,
დაღლილს თამაშობენ ფიტულებს.
თუკი ყველაფერი ნათქვამია,
გავუძლებ ფრაზების სიბერეს,
ბორგვამ შემოდგომა გადარია,
კიდევ მე _ კიდიდან კიდემდე.
ხეებზე ფოთლების კანკალია,
ქარის შეხებისას რომ გრძნობენ,
ქუჩები ხიდებზე გადადიან,
სიშორის სიმოკლეს მოწმობენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები