ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


ღამე საზიზღარი

სახლში უმოძრაოდ, სივრცეს მივაშტერდი
თავში აზრი მომდის რიგით მეცამეტე,
ბნელმა ბედისწერამ სულ მთლად გამრიყა და
გულის ჩამომაჭრა მთელი მესამედი.
  დრო წინ გაიქცა და ბედიც მემდურება
  სულის მწუხარებამ ტკივილებს უდარა,
  აღარ გათენდება ღამე საზიზღარი
  დილა ღამეს უკვე ბევრჯერ ემუდარა.
ფიქრმა ჩაითრია ტვინის უჯრედები
მთვარემ ღამე უკვე ბევრჯერ გაათია
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი
და მეც შემეჩვია ურცხვი აპათია.
  ღამემ-მარტოობის ქუდი დაიხურა
  სიბნელემ მოხაზა კუთვნილი ალაგი,
  აღარ გათენდება ღამე საზიზღარი
  ფიქრით დაიტვირთა დღეს მთელი ქალაქი.
 
 






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები