ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


წვიმას მოყოლილი მინიმები

წვიმაა გარეთ.
ქალაქში მრავლდება სოკოები,
ღია ქოლგები.

_

სცივათ ბეღურებს.
დახურულია ყველა სახლის, ყველა სარკმელი.
მაინც რჩებიან.

_

შემოდგომაა.
გაზაფხულის ბოლო აკორდი,
ყვავილი ლარნაკში.

_

კისკისებს ბავშვი,
უშხაპუნებს სახეზე წვიმა.
იღიმის ღმერთი.

_

უამინდობა.
დგას მოხუცი გაშლილი ხელით,
სევდას აგროვებს.

_

ხასიათია,
როცა ყველა მზეს ელოდება,
შენ კი წვიმაში ლექსებით თბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები