ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2014


სადახარ ბეთქილ

შეხედე ბეთქილ,დღეს პირველი თოვლი მოსულა,
ჭიუხვებს შორის გაუშლია დალის ნაწნავი,
შეხედე ბეთქილ,დედამიწა არის ორსულად,
და ეს სიცივე,გულის ტკივილს უფრო ამწვავებს,

გამოდი ბეთქილ,მაგ მაჩუბში ნუ იმალები,
თეთრი ჯიხვები შენი თოფის მიზანს ელიან,
გამოდი ბეთქილ,ქარი დაჰქრის მთებში თავნება,
და ეს ჰაერი–სიცოცხლეზე გემრიელია.

სადახარ ბეთქილ,სად წახვედი,სადახარ ბეთქილ?!
აღარ ეტყობა ბილიკები შისველ გორაკებს,,
გამოჩნდი ბეთქილ,თორემ გულმაც შეწყვიტა ფეთქვა,
გამოჩნდი ბეთქილ და ჯიხვები მთიდან მორეკე,

ვოი შავ ბეთქილ!ახლა ცაზე ნედლი მთვარეა,
ღრუბლის ტაიჭებს აუშვიათ ციდან სადავე,
ვოი შავ ბეთქილ! ყველაერი შენი ბრალია,
თოვლზე ბავშვები,კაშკაშა მზეს რომ არ ხატავენ,

შენი ბრალია!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები