ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2014


დასჯა

მიტოვებს ცრემლები ჟანგისფერ ნაკვალევს
ლოყებზე. ნოემბერში მთავრდება რემისია.
აღარ შემიძლია ასე ხეტიალი,
აღარც მარტოობა აღარ შემიძლია!
მოდი, სიყვითლეში ერთად შევიპაროთ,
სანამ დაზამთრდება მოდი და დამხედე,
თორემ ოცნებების კოშკების კედლებთან
ჩემი დაწერილი ლექსები დაგხვრეტენ!

1991

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები