ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2014


***


***
“ამას აქ რა უნდა?!”-
კითხვა,რომელიც ხშირად ისმის
სამოთხესა და ჯოჯოხეთში.

***
მაგრამ ზოგჯერ ხომ ბედნიერი ხარ,
როგორც ჰაერი-
გარმონის წყვდიადიდან
სიყვარულის მუსიკად გამოსული.

***
ახლოს,ტყეში,ქედანი ღუღუნებს,
გულმა ხმა შეუწყო
და ფიქრი ბედნიერი მსმენელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები