ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2014


შავთეთრი კადრი (ჩემი სახლი)

ძველ კარადაზე, რაც თავი მახსოვს,
სულ მუდამ არის,  პირქვემხობილი
ძველ მუყაოზე  დაკრული ფოტო,

ფოტოზე _ორი სილუეტი
მარცხნივ_ შავი ჩოხით მამაკაცი,
სასიამოვნო აქვს ულვაში და წვერი

მარჯვნივ_ყირმიზი ჩანს  პირისახე
კაბაზე_ვარდისფერი ნაყშით,
ბეჭდით_მარჯვენა ხელზე .

მუხლზე ხელის მტევნები_ უნატიფესი.
უხერხულად ზის  ქალი_ოდნავ
ასაკიანი მამაკაცის გვერდით.


მხოლოდ ეს ფოტო  გვაკავშირებს
იმ კურთხეულ ადამიანებს.
სახლი რომ აგვიშენეს ჩვენს დაბადებამდე,

სახლი_მუხისა და თელის
უკვე საუკუნესა მიღწეული
მყუდრო , მშობლიური  და თბილი


უტყვი ფოტოები ვერ გვიყვება
რა  გარჯით ზრდიდნენ ოთხ შვილს
სამ ქალს და ნაბოლარა ვაჟს.


მათი ხელების სითბოს ახლაც იგრძნობ
სახლის  კედლებზე და ძველი ბუხრის თავზე,
საკვამური რომ აქვს ატყორცნილი ცამდე.

ზამთრის გრძელ ღამეში ბევრჯერ ვხედავ
ბებიას სიფრიფანა მხრებს
და ბაბუს გაშავებულ ყალიონს  ...


ბებია ბუხარში  აწყობს თელის ჯირკებს
ცეცხლს მიაფიცხებს კეცს.
მერე ტაბლაზე აწყობს მცირე ვახშამს

ვახშმის სამზადისში ტკბილად ჩაძინებულს
აღვიძებს ნაბოლარა ვაჟს.
თანაც  შუბლზე გადასახავს ჯვარს.

ნაბოლარა ამ  ჯვრის მადლით დაბრუნდება
ომიდან ,სამჯერტყვიით  დაჭრილი ,
სამჯერვე სასწაულად გადარჩენილი.

დაბრუნდება, რომ ოჯახი აღორძინდეს.
დაბრუნდება, რომ კვლავაც გამრავლდეს
ფუძე და სახლი დალოცვილი.

სახლი_უკვე საუკუნეს მიღწეული
სადაც მუდამ სითბოა და
სადაც მუდამაა  სიყვარული.

====
თაროზე ახლაც  დევს სქელი ფოტო
მარცხნივ_მამაკაცი შავი ჩოხით
მარჯვნივ_ ქალი, ყირმიზი პირისახით

მარჯვენა ხელზე  ბეჭედი,
უხერხულად ზის , ოდნავ
ასაკიანი მამაკაცის გვერდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები