ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2014


ერთიამოსუნთქვით

დრო რომაულ ხის ეტლივით
ჩქარა, ჩქარა მიქრის,
მე კი ამის შემხედვარე
გული მიმდის, მიმდის.
შენზე ფიქრი ყოველდღიურ
ჩვეულებად მექცა,
ვერგავიგე ღამე-დილად
როგორ გადამექცა.
ათასიდან მხოლოდ ერთმა,
ერთმა გამაოცა,
სამუდამოდ ყველაფერი
დაივიწყე როცა.
ეს სიტყვები მხოლოდ შენთვის,
შენთვის არის თქმული,
მაგრამ, ალბათ ასე ფიქრობ,
რომ ბოდვაა სრული.
მოგონებები ღამეში
წერასაც არ მაცლიდა,
ვინაიდან ასე მოხდა,
ამით ალბათ ღმერთი მცდიდა.
შობის ღამეს ფანჯარასთან
მე დავანთე სანთელი,
და ზვავივით შემომაწვა
ფიქრის კორიანტელი.
დავიჩივლო? ვინ მომისმენს,
ასეთია თურმე ბედი.
გამომიჭირა, მაწამა,
ერთი თბილისელი ყბედი.
ღამე მოვა, დაბნელდება
დაიჩივლებს გონება;
ბოლო არის ჯერჯერობით,
აღარ მაქვს შთაგონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები