ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2008


. . .

ჩემს მონატრებას
ფერი აქვს
ახლა სხვადასხვა,
ჟანგბადადქცეულს
ვსუნთქავ კვლავ
მე პოეზიას,
აღარ გეძახი,
თუმცა ჯერ,
ვნება არ ჩაცხრა,
ნათითურებზე
რითმები
შემომესია.
მერე სტროფებად
ვაგრძელებ
დროზე თავდასხმას,
მონაცრისფრო ცა
ღრუბლების
ფაეტონია,
თითო შეგრძნებას
ყოველდღე
თითო ფრთას ვასხლავ,
სხვები ამ ფრთებით
თამაშით
გაერთობიან.
შენ კი მიპოვი
უდროოდ
დაღლილს და დამცხრალს,
თუმც ახლა ყალბი
გრძნობების
პერიოდია,
ვრომანტიკოსობ,
ვგიჟქალობ,
ვპოეტობ, და სხვა.
მიყვარხარ... ეს კი
ამ ლექსის
ეპილოგია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები