ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ოქტომბერი, 2014


ფერები

წავიშალე,
როგორც  თეთრი ზოლი გადასასვლელზე,
ჩემი ქალაქის ცნობილ ქუჩაზე,
აჭრელებული ვიტრინების წინ,
უფრო სწრაფადაც,
ვიდრე წითელ ნათებას
შუამავალი ჩაანაცვლებდა...
მწვანე ფოთლებით ზღვარდადებული
ცის ლურჯი ზოლი
ასფალტივით იკლაკნებოდა,
ვიდრე ვიტყვოდი:
__წითელი მეთქი!
ჩემს მაგიერ იყვირა სისხლმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები