ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2014


ნეტავ მფარველი ანგელოზი ღალატს თუ ხედავს?

საღამოს,  როცა ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ფერია, 
საწოლთან ჯდება,  რომ მომეფეროს და დამამშვიდოს,
გრძნობს , როგორ მიცემს გული  ძლიერ და  გახშირებით
და  გულისცემა  არ ეკუთვნის მას , ვინც  იქვეა...


ის ხედავს თეთრ ფერს და  ცივ ნათებას,
რომელმაც ირგვლივ სული გაყინა ...


  რისი მოპარვაც არ შეიძლება, მე მას ვიპარავ, 
და  ჩემს თავს  ვპარავ  ბევრ ,  ღრუბლისფერ, თეთრ  ემოციას. 
უსიყვარულო  ცხოვრებისთვის აღარ მაქვს ძალა,
მასაც ვღალატობ, ვისი ღალატიც  დიდი ცოდვაა.


  მე  ერთგულება რამდენიმე  ლექსზე გავყიდე...
წლებია უკვე ,  ამ  ლექსებით  მის გვერდით მძინავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები