| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2014 |
მთვარის ვერცხლები მდინარემ უბეში ჩაიჩხრიალა. ღამე, თეოზე მძინარე, აფხიზლა იალ-კიალმა. დარჩენილიყო უმთვაროდ ცა, უძინარი დარაჯი. გზად მიდიოდა ორთვალა, ზედ კაცი, ძველი ფარაჯით... წყალმა წაიღო თავისი, წესად აქვს, თორემ, სხვა რა სჯის... 08.10.14 ხელი ტუჩზე
ვკითხე სურვილს, რა სურს ახლა, გამიქრება ნდომა ვიდრე... მწიფე ბაღი მომცრო სახლთან, და ატმები სურნელს ღვრიდნენ! გვირილისგან მინდა კი-ს თქმა, სურვილი ხომ არ ცნობს არას. უპასუხოდ რჩება კითხვა, "კი" თუ ჩუმად გაიპარა... მინდა ცალი ქოში ბროლის, ჩავდგა ფეხი, უცებ გაჩნდეს, სიყვარულისფერი თოვლი, როგორ მინდა, ჩვენში დარჩეს... აირიოს მერე უცებ ეს ზამთარი, მოაპრილო. ავაფარე ხელი ტუჩზე, რაც სურვილმა დააპირა... 09.10.14
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. იდიომა ყოფილა არც გამიგია :(
ის სხვა თეოა ნეფერტარ :)
მაგრამ აი მაინტერესებს ( არ გეგონოთ რომ თოლიას არ ვენდობოდე ) თეო ერდოს ( ბანს ) ნიშნავს მაინც? და თუ კი სად კონკრეტულად? იდიომა ყოფილა არც გამიგია :(
ის სხვა თეოა ნეფერტარ :)
მაგრამ აი მაინტერესებს ( არ გეგონოთ რომ თოლიას არ ვენდობოდე ) თეო ერდოს ( ბანს ) ნიშნავს მაინც? და თუ კი სად კონკრეტულად?
15. სასიამოვნო მელოდიური და მგრძნობიარე. სასიამოვნო მელოდიური და მგრძნობიარე.
14. რა კარგებია, რა კარგები... გულზე მალამოდ დამედო... "სიყვარულისფერი თოვლი", "მოაპრილო ზამთარი" "ღამე, თეოზე მძინარე, აფხიზლა იალ-კიალმა."
მშვენიერები, ციმციმები დილის ცვარივით მთაში შვიდფერად რომ ციალებს და ყველა ბრილიანტს რომ ჯობია... :)
თეო - ბერძნული სიტყვაა და ღმერთს ნიშნავს. რა თქმა უნდა ერდოზე ძილსაც ნიშნავს... რა კარგებია, რა კარგები... გულზე მალამოდ დამედო... "სიყვარულისფერი თოვლი", "მოაპრილო ზამთარი" "ღამე, თეოზე მძინარე, აფხიზლა იალ-კიალმა."
მშვენიერები, ციმციმები დილის ცვარივით მთაში შვიდფერად რომ ციალებს და ყველა ბრილიანტს რომ ჯობია... :)
თეო - ბერძნული სიტყვაა და ღმერთს ნიშნავს. რა თქმა უნდა ერდოზე ძილსაც ნიშნავს...
13. "თეოზე ძილი" -იდიომაა და უდარდელ ძილს ნიშნავს! "თეოზე ძილი" -იდიომაა და უდარდელ ძილს ნიშნავს!
12. ორივე კარგია. ორივე ლექსი ერთი მუხტით არის დაწერილი - სევდიანი მუხტით. ორივეში ემოციური აქცენტი ბოლოშია გადატანილი. I~ წყალმა წაიღო თავისი,/ წესად აქვს, თორემ, სხვა რა სჯის...~ II ~ავაფარე ხელი ტუჩზე, რაც სურვილმა დააპირა...~ _ ყველაფერს წყალი წაიღებს და სისულელეა ცრუ ოცნებები,_ აი, ამ ორი ლექსის სართო რეზიუმე - ერთი განწყობის ორი გამოძახილი. ორივე კარგია. ორივე ლექსი ერთი მუხტით არის დაწერილი - სევდიანი მუხტით. ორივეში ემოციური აქცენტი ბოლოშია გადატანილი. I~ წყალმა წაიღო თავისი,/ წესად აქვს, თორემ, სხვა რა სჯის...~ II ~ავაფარე ხელი ტუჩზე, რაც სურვილმა დააპირა...~ _ ყველაფერს წყალი წაიღებს და სისულელეა ცრუ ოცნებები,_ აი, ამ ორი ლექსის სართო რეზიუმე - ერთი განწყობის ორი გამოძახილი.
11. მშვენიერია. ++ მშვენიერია. ++
10. :-* მოკითხვა თანანას... 4 :-* მოკითხვა თანანას... 4
9. თეო=ერდო=ბანი -ო თანაც აღმოსავლეთ საქართველოშიო ( მიჩურჩულეს ) და ჩემდა სამარცხვინოდ არც გამიგია
ძებნაშიც რომ ვდებ, მხოლოდ თეო ტლაშაძეს აგდებს :))) თეო=ერდო=ბანი -ო თანაც აღმოსავლეთ საქართველოშიო ( მიჩურჩულეს ) და ჩემდა სამარცხვინოდ არც გამიგია
ძებნაშიც რომ ვდებ, მხოლოდ თეო ტლაშაძეს აგდებს :)))
8. თეო თეოა, ნ -ი-კ-ი :)
პირველი -მშვენიერი კადრი, მეორე- მშვენიერი სურვილი.
თეო თეოა, ნ -ი-კ-ი :)
პირველი -მშვენიერი კადრი, მეორე- მშვენიერი სურვილი.
7. თეო ალბათ თეძოა?
პირველი მშვენიერია მეორე ბოლოსკენ გაკარგდა :)
იქნებ თითო-თითოდ განათავსოთ ხოლმე შეფასება უფრო კარგად გამოჩნდება თეო ალბათ თეძოა?
პირველი მშვენიერია მეორე ბოლოსკენ გაკარგდა :)
იქნებ თითო-თითოდ განათავსოთ ხოლმე შეფასება უფრო კარგად გამოჩნდება
5. პირველი განსაკუთრებით . +5 პირველი განსაკუთრებით . +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|