ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2014


მთიელს

თევდორეს

გზად თუ შეგეყრები, თავი და თვალები დაგიხარო,
მთაში რომ ასეთი იციან ჩვეულება - არ მიყვარს, 
თუ ვერ დაგინახე, შენით როგორ უნდა გავიხარო,
თმას ნუ ამიჩეჩავ, ნუ მეტყვი, პატარა ბალღი ხარ;
იახსარს შეგავედრე, იქნება როგორმე დაგიფაროს,
დევებს და ალქაჯებს გარიდოს (ახლოა შებინდება),
ფრთხილად მოიარე ხევის პირს გახშირდნენ ბუერები,
ერიდე მინანაი უშენოდ დარჩენას მეპირება.
უნდა მოგიარო, გიწამლო მაგ მხრებზე იარები,
უნდა დაგიკოცნო კეჭნობას მიღებული ჭრილობა,
შენი სათვალფერო, გარს გივლი როგორაც ლიანები,
შენ კი გავიწყდება, მთებში წაგიყვანო - პირობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები