ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2014


სიზმრისეული დღე

გელოდი ძვირფასო, გელოდი იმდენხანს
გაგიჟდნენ გზები და გაგიჟდნენ დღეები...
ძველი წიგნებივით გვერდები დამეხსნა
და ფანჯრის რაფაზე დამიჭკნა ხელები.

დღეს გულისოდენა მზე ცაზე ფეთქავს და
ცარიელ ქილებად მიწყვია თვალები
ამბობ რომ სიცივე სულ შენს სულს ქექავდა
და ახლა ახლებურ გვალვებს ემალები...

დღეს იცი საქსოვი ჩხირები ვიყიდე
დამისკდა ცრემლი და დამისკდა თითები,
ვკითხულობ კვლავ „tender in the night”-ს და კიდევ
ღამისგან შევქმენი პატარა მითები.

შენ ალბათ ლოცვები ვეღარ მოიცილე
ღმერთი რომ ამ ცაზე და მთებზე დიდია...
მომეცი ხელი, მოგიყვე რაც ვიცი მე
არსებობ შენ...დღეები ისევ მიდიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები