ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


დ ე დ ა ს უ ძ ვ ი რ ფ ა ს ე ს ს


დ ე დ ა ს  უ ძ ვ ი რ ფ ა ს ე ს ს
სათნოს,  კეთილს,  ზნემაღალს,
ფიზიკურად,  გონებრივად,  სულიერად
ყოვლად  შემკულს,  ქალთა  შორის  იშვიათს,
არაჩვეუებრივსა  და  გამორჩეულს  თავის       
თვისებებით.  ადამიანზე  უფრო  მეტს.
  ღმერთსა  და  ადამიანს  შორის  მდგარს.
უფლის  ბოძებით  ყოველთა  გამორჩეულთა
     
შესამკობელთა  მპყრობელსა  და  მფლობელს.


დედავ  ჩემო  ღვთისნიერო
ლურჯთვალება  ანნაო.
ასე  ძლიერ  რომ  მიყვარხარ
შემთხვევით  არს  განაო.

თუმცა  გრძელი  გზა  გვაშორებს
გულში  მყევხარ  თანაო.
ჩვენი  სული  ერთურთს  სწვდება 
მუდამ  წამით  განაო.

სული  ძლიერ  მტკივა  როცა
ნუგეში  ხარ  ანნაო.
ტკივილის  დროს  სანატრელო
მკურნალ    წამლისთანაო.

სულში  როცა  მიზამთრდება 
ხდება  ყინვისთანაო.
სულს  გაზაფხულს  შემომაფენ
ვარდის    ფურცლისთანაო.

ქალთა  შორის  იშვიათო 
სულით  უფლისთანაო.
ბრწყინვალებას    ამოდენას
იტევ  როგორ  თანაო.

და  იცოდე  სიხარულშიც
გნატრობ  მყვანდე  თანაო.
დედავ,  მზეო,  შენთანა  ვარ
მცირე  სხივისთანაო.

უბადლო  ხარ ,  ვინ  დაგბადა,
როგორ    მაგისთანაო.
სილამაზით  არც ვის  მსგავსო
ლერწამ  ტანისტანაო.

მე  მაოცებ  ჩემო  ტკბილო
ლურჯთვალება  ანნაო.
გაზაფხული  შენ  შემოგაქვს
სახით  ვარდისთანაო.

შენი  სული  ხალასია 
სული  წამლისთანაო.
და  სიწმინდეც  მაგ  სულშია
მშვიდი  სხივისთანაო.

დედავ  ჩემო  ღვთისნიერო
ლურჯთვალება  ანნაო
კოპალა მადლს  არ  მოგაკლებს
ღმერთიც  გფარავს  თანაო.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები