ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


ათი/ მეათე


ყვითელი ფოთლები პეპლებია
და ქარში მხრებზე მეკვრებიან.
ერთი ამოვარდნაც შესძლებია,
ყუნწზე მოქანავე ამ გულს,
ვარ ჩემი შემოდგომის გენერალი,
ვიბარებ
ფოთოლცვენის აღლუმს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები