ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


***


***
დარდმა გზა გაუნათა სიხარულს
და მეორე ნაპირზე გავიდნენ.

***
ქარაფის ჩრდილში
წყაროს წყალს სვამდა
მგალობელი ბულბულივით
თვალდახუჭული…

***
დედა როცა მღერის
მზეში ოქრო უფრო ყვავილობს
და სიჩუმეს თვალები უბრწყინდება.

***
მამის გაცრეცილი ხალათი
დაახურა მძინარე ობლებს
და მკრთალი ბინდიდან
უფრო მშვიდი სუნთქვა მოისმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები