ქუჩაზე, რომელიც მოიპარეს, სამარცხვინოდ თავზე ტომარაჩამოცმული, ოდესღაც იდგა გვიშტიბის ბლოკის სახლი, გათეთრებული კირისაგან, ან შიშისგან. . . გადაფითრული ხეებით ეზოში. იმ სახლში, სადაც დრო ინდაურივით მიირთმევდა ბლოკის ნაშალებს, წვიმებისას სახურავიდან წვეთავდა ღმერთი. ღმერთს კი, რომელიც ჭაღთან ახლოს, ვარდისფერ ჭერზე ხატავდა მის თავს, ბებიაჩემი აგროვებდა თუთიის სათლში. დაღამებისას, შემოდგამდა სათლს შეშის ფეჩზე, სულის შებერვით აღვივებდა მბჟუტავ ნაკვერჩხლებს და თბილი ღმერთით შვილიშვილებს გვაბანავებდა. დრო ვერ დანაყრდა... ქუჩას, რომელსაც ტომარა არ მოხსნეს, თვალში დააკლდა. სახლის ადგილას, რომლის ჭერზეც ღმერთი ეხატა, ბინა აშენდა, უამრავი თანამედროვე ფერადი ჭერით. დღეს შვილიშვილები შეგვასახლეს ჩვენ-ჩვენს ბინებში. დრო ინდაურივით ვერ მიირთმევს ბეტონის ფილებს. წვიმს. ღმერთი აღარ ჩანს. ბებიაჩემს ხმა ჩაეხლიჩა დუმილით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოცია აქ! "წვიმების სახურავიდან წვეთავდა ღმერთი"._ამას რა დამავიწყებს! მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოცია აქ! "წვიმების სახურავიდან წვეთავდა ღმერთი"._ამას რა დამავიწყებს!
11. მახსოვს ეს და მომწონს მახსოვს ეს და მომწონს
9. ის მომენტი, როცა ნაწერის თემა ბოლომდე არ გესმის და მაინც სიამოვნებით კითხულობ. მინდა უფრო ხშირად აქვეყნებდეს ეს ავტორი. ის მომენტი, როცა ნაწერის თემა ბოლომდე არ გესმის და მაინც სიამოვნებით კითხულობ. მინდა უფრო ხშირად აქვეყნებდეს ეს ავტორი.
8. ოთახის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვანაირ სახეს რომ იღებდა, :)
მიყვარს როცა ნაწერი თავისას ყვება და შენსასაც ეხება.+5 ოთახის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვანაირ სახეს რომ იღებდა, :)
მიყვარს როცა ნაწერი თავისას ყვება და შენსასაც ეხება.+5
7. ხომ წავიკითხე და ფილმს ვუყურე თითქოს, სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმს, სადაც მთავრი პერსონაჟი ბებიაა...და ყოველი წინადადებაც ერთი , მშვენიერი მოთხრობაა... 555
როგორ მიყვარს ეს უნიჭიერესი ავტორი და როგორ აღარაფერს გვიწერს ახალს, ან აქ არ დებს...:-* ხომ წავიკითხე და ფილმს ვუყურე თითქოს, სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმს, სადაც მთავრი პერსონაჟი ბებიაა...და ყოველი წინადადებაც ერთი , მშვენიერი მოთხრობაა... 555
როგორ მიყვარს ეს უნიჭიერესი ავტორი და როგორ აღარაფერს გვიწერს ახალს, ან აქ არ დებს...:-*
6. ჯონათან, როცა შევხვდებით მომიყევი , მერე ალბათ სხვანაირად გავიგებ ამ ნაწერსაც. +5
ჯონათან, როცა შევხვდებით მომიყევი , მერე ალბათ სხვანაირად გავიგებ ამ ნაწერსაც. +5
4. რა ხუთფურცლიან კომენტარებს წერ, ჯონათან =)
ვიხუმრე. (ავტორს).
ჰო. ეს კარგია რა ხუთფურცლიან კომენტარებს წერ, ჯონათან =)
ვიხუმრე. (ავტორს).
ჰო. ეს კარგია
3. ძნელად გასაგები იქნება ბევრისთვის , რას ნიშნავს "ქუჩა, რომელიც მოიპარეს, სამარცხვინოდ თავზე ტომარაჩამოცმული ".
ჰო, იყო ეს ერთხელ და ძალიან ცუდი, მერე რომ აღარ იყო.
პირველად რომ წავიკითხე, მას შემდეგ მწყდება გული, ჩემი სახლის ჭერზე ვერშემჩნეული ღმერთის გამო.
იძახონ ახლა ზოგ-ზოგიერთებმა, რომ მე ხუთფურცლიან კომენტარებს ვწერ უგლავასთან :)
ძნელად გასაგები იქნება ბევრისთვის , რას ნიშნავს "ქუჩა, რომელიც მოიპარეს, სამარცხვინოდ თავზე ტომარაჩამოცმული ".
ჰო, იყო ეს ერთხელ და ძალიან ცუდი, მერე რომ აღარ იყო.
პირველად რომ წავიკითხე, მას შემდეგ მწყდება გული, ჩემი სახლის ჭერზე ვერშემჩნეული ღმერთის გამო.
იძახონ ახლა ზოგ-ზოგიერთებმა, რომ მე ხუთფურცლიან კომენტარებს ვწერ უგლავასთან :)
2. ყველა წაკითხვაზე სხვადასხვანაირია. სხვადასხვა კადრებს აღმოვაჩენ -ხოლმე. ყველა წაკითხვაზე სხვადასხვანაირია. სხვადასხვა კადრებს აღმოვაჩენ -ხოლმე.
1. მგონი წაკითხული მქ....ონდა?:D "დრო ინდაურივით მიირთმევდა ბლოკის ნაშალებს" ამით ვიცანი:) მოგიკითხე სანდრო მგონი წაკითხული მქ....ონდა?:D "დრო ინდაურივით მიირთმევდა ბლოკის ნაშალებს" ამით ვიცანი:) მოგიკითხე სანდრო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|