ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2014


ე მ თ ხ ვ ი ე ჯ ვ ა რ ც მ ა ს

            ემთხვია ჯვარცმას...


მე  დამიგროვდა  ბევრზე  ბევრი  საათქმელი  შენთვის
რადგან სინანულს გამუდმებით  მოყვება  დარდი
გულწრფელად  გეტყვი  გამაოცა  როდესაც  შეგხვდი
სურვილით  სავსე  უდარდელი  არც  შენა  სჩანდი.

ფთილები  ღრუბლის  მუქ  ფერებად  დაეშვა  ციდან
რუხნაცრისფერი  წაეკიდა  გარშემო  მინდორს
ჟანგისფერ  ჭავლში  ჩაიკარგა  დღე  და  მზის  სითბო.
რადგან  ცხოვრება  და  საწუთრო  არავის  ინდობს.

ფიქრი  ფარფატით  თეთრ  პეპლებად  მიმოიფანტა
ემთხვია  ჯვარცმას  მუხლმოყრილი  იმედიც  ჩემი
ზეთისხილისფრად  გაიცრიცა  ლანდები  გაღმა
კუპრისფერ  ზღვაში  ჩაიკარგა  შორს  მყოფი  გემიც.

იესო  თვალი  მომაპყარი  ჩემს  სულში  შემო
მხილველო  ყველას  შეცდომების  და  ჩვენივ  მხსნელო
მშვიდო  და  წყნარო  საყვედურის  არვისთვის  მთქმელო
განწირულთათვის  ერთადერთო  იმედო    მშველო.

გთხოვ  მომაპყარი  თვალი  შენი  მომტევებელი
რადგანაც  ბევრი  დამიგროვდა  სათქმელი  შენთვის
მონანიებას  და  მუხლმოყრას  ხომ  თხოვნა  შვენის
ტკივილი  სულის  სინანულს  რომ  გულწრფელიც    ერთვის.

გთხოვ  მაპატიე  შეცდომები  უფალო  ჩემო
და  კიდევ  ერთხელ  მშვიდო,  წყნარო,  ჩემს  სულში  შემო.
ქვეყნის  განმრიგე,  უხილავო  მაღალო  მწყემსო
უძლიერესო,  უძლეველო  და  ჩვენო  მცველო.

ცვივა  ფოთები    შემოდგომის  ხეთაგან  ყველგან
მწიფს  სილამაზე  შემოდგომის  ფოთლებში  ყვითლად
გაცრეცილ  ზაფხულს  ხის  ფოთლები  რას  დამალავენ
ვწუხვარ  სულ მალე  ხეთა  რიგიც  იქნება  შიშვლად..







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები